USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
დავით ზარდიაშვილი - სათიბების და საძოვრების მასშტაბური პრივატიზება ისედაც შავ დღეში მყოფ და სამკვიდრო წართმეულ ჩვენს სასოფლო თემებს, საერთოდ "ცელს გამოუსვამს"
თარიღი:  784
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში იჯარით გაცემულ სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზების საკითხს ეხმაურება:
 
"ადგილობრივი არჩევნები მოდის და ზოგჯერ მართლაც გამაოგნებელია ჩვენი მთავრობის ზოგიერთი წევრის ნაცური სულისკვეთება: ნათია თურნავას უთქვამს, იჯარით გაცემულ სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზებისთვის 10 ჰა-მდე შეზღუდვა იხსნება, მათ შორის - სათიბებზე და საძოვრებზეცაო!
 
იმის მაგივრად, რომ სათემო მიწათმფლობელობა და მიწათსარგებლობა ახლა მაინც, თუნდაც სიტყვით, რადგან ადგილობრივი არჩევნები ახლოვდება, დაპირების სახით მაინც აღენიშნათ, პირიქით, შებრუნებით, უკუღმა ანუ ნაცურად, აკეთებენ: სათიბების და საძოვრების მასშტაბური (ვინაიდან 10 ჰა-ზე მეტი ფართობებიც გაიყიდება) პრივატიზება ისედაც შავ დღეში მყოფ და სამკვიდრო წართმეულ ჩვენს სასოფლო თემებს, ხომ საერთოდ "ცელს გამოუსვამს"? განსაკუთრებით - მთაში, რადგან იქ სახნავ-სათესი, საკარმიდამო კერძო მიწა მწირია და ძირითადად, სწორედ სათიბები და საძოვრებია თემის სამკვიდრო მიწა, რაზეც ისტორიულად იდგა საერთოდაც თემის იდენტობა! თუ სოფელი ამ სამკვიდროს საბოლოო დაკარგავს - ეს მისთვის სამოქალაქო სიკვდილის მისჯის განაჩენის ტოლფასია!
 
პრივატიზება არ არის პანაცეა. ხოლო იმის პრივატიზება, რაც სახელმწიფოს ლენინის მიწის დეკრეტით, როგორც მუქთა მემკვიდრეობა, ერგო და უწინ, ჯერ კიდევ ათადან და ბაბადან, რაც კი ქართული სოფელი არსებობს, სათემო საკუთრებისა იყო, დანაშაულია!
 
ჯერ სოფელს ის დაუბრუნეთ, რაც ბოლშევიკებმა წაართვეს და თქვენ მათგან, როგორც მემკვიდრეებს, მუქთად დაგრჩათ. ხოლო თუ ეკონომიკური სარგებლიანობისთვის გასაყიდია, თავად მიხედავენ და გაჰყიდიან. საცა სამართალია და ელემენტარული სამართლიანობა, სამინისტროს სოფლის საკუთრებასთან რა ხელი აქვს, რომ სამკვიდროს უყიდის ?!
 
ჯერ ხომ პოლიტიკური გარიგებით მცირე სასოფლო თემებს წაართვეს უფლება, რომ მუნიციპალურ საკრებულოში უშუალოდ არჩეული მაჟორიტარი წევრი მაინცა ჰყოლოდათ წარმომადგენლად, ახლა კი უწარმომადგენლოდ დატოვებულებს, სამკვიდროსგანაც "ათავისუფლებენ"?!
რა არის ეს თუ არა ნაცური მავნე პოლიტიკის გაგრძლება?! "
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის