USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
დავით უსუფაშვილი - კობახიძეებს არ აქვთ საკუთარ ტყავზე გამოცდილი ის ვითარება, რაც აგენტომანიამ მოიტანა ამ ქვეყანაში
თარიღი:  579

"ლელოს" დეპუტატი დავით უსუფაშვილი  პარლამენტში რეგისტრირებულ პროექტს გამოეხმაურა, რომლითაც "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი" იქმნება.

„კობახიძეებს არ აქვთ საკუთარ ტყავზე გამოცდილი ის ვითარება, რაც სწორედ ამ აგენტომანიამ მოიტანა ამ ქვეყანაში. 1991-92 წლების ის საშინელი კონფლიქტი მოიტანა სწორედ ასეთი იარლიყების მიწებებამ. საბედნიეროდ, ქართული საზოგადოება ახლა უფრო ყოჩაღები ვართ და არ ავყვებით უპასუხისმგებლო, ქვეყნის და საზოგადოების დამანგრეველი განცხადებებით გამორჩეულ პოლიტიკოსებს. ამათ რომ ავყვეთ, აქ უბედურება დატრიალდება, რადგან უპასუხისმგებლობის მწვერვალია ასე ლაპარაკი და აგენტომანიის ბაცილის გაღვივება, რამაც წინა საუკუნის 30- იან წლებში და 90 - იანი წლების დასაწყისში უბედურება მოიტანა ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ამათ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის არაფერი წმინდა არ გააჩნია", - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის