USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
თბილისი
დავით თვალაბეიშვილი - 2010-2020 წლებში ელექტროენერგიის იმპორტი 8-ჯერ გაიზარდა, რაც ძალიან საყურადღებოა
თარიღი:  932

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს სახელით გამართულ საჯარო დისკუსიაში, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე და სხვა მიწვეული სტუმრები მონაწილეობდენ. დისკუსიას მოდერაციას უწევდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი შტეფან მაისტერი.

დავით თვალაბეიშვილმა დისკუსიის მონაწილეებს გააცნო საქართველოს ენერგოპოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები, განხორციელებული რეფორმები და ის მიმართულებები, რაზეც, საქართველოს მთავრობა, ევროკავშირის მხარდაჭერით, აქტიურად მუშაობს.

„საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივებს და მომავალს ჩვენ ვხედავთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ენერგეტიკის სფეროს რეფორმირების კუთხით აღებული ვალდებულებების სრულ და უპირობო შესრულებაში - ამით მოგვეცემა შესაძლებლობა, მოვიზიდოთ ინვესტიციები, ჩამოვაყალიბოთ გამჭვირვალე ბაზრები და ხელი შევუწყოთ ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის ზრდას“ - აღნიშნა დავით თვალაბეიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში ძალიან ამბიციური რეფორმები მიმდინარეობს ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის არის ორგანიზებული ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება, ენერგეტიკული ბირჟის განვითარება, ენერგოეფექტურობის მექანიზმების შემუშავება და დანერგვა, განახლებადი ენერგიების პროექტების მხარდაჭერა და ა.შ.

„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაზრდა. 2010-2020 წლებში ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა გაიზარდა 8-ჯერ, რაც არის ძალიან საყურადღებო მაჩვენებელი. ეს, პირველ რიგში ხდება იმიტომ, რომ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად ქვეყანაში იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, რომელსაც ვერ მიჰყვება გენერაციის ობიექტების განვითარების ტემპი და იძულებულები ვართ, გავზარდოთ იმპორტი. პროცესი თუ ასე გაგრძელდა, 2030 წლისთვის ჩვენი ენერგომოხმარების 50 პროცენტი დამოკიდებული იქნება გარე წყაროებზე, იმპორტზე და აუცილებლად საჭიროა ამის საწინააღმდეგოდ ადგილობრივი რესურსების ოპტიმალური და გონივრული გამოყენება - ეს არის წყლის, ქარის და მზის რესურსები, მათ შორის რეზერვუარებიანი ანუ კაშხლიანი სადგურების მშენებლობა იმისთვის, რომ სისტემაში გვქონდეს რეზერვები და სწორედ რეზერვუარებიანი სადგურები გვაძლევს საშუალებას, მზის და ქარის გენერაციების პროექტების მაქსიმალური ინტეგრაცია მოხდეს ელექტროსისტემაში“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

თბილისი
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.