USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
დავით სერგეენკო - ატარეთ ნიღაბი! ახლა ნიღბის ტარების მაჩვენებელი 30%-ია, რაც წარმოუდგენლად დაბალია
Date:  503

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, უმრავლესობის დეპუტატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში ნიღბის ტარების მაჩვენებელი 30%-ზეა, რაც მისივე შეფასებით „წარმოუდგენლად დაბალი“ მონაცემებია.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსის ტალღების თვლა და შტამების დევნა შედეგს ვერ გამოიღებს, თუ საზოგადოება ელემენტარულ რეკომენდაციებს არ დაიცავს.

მეტი ვიზუალიზაციისთვის, რომ ნიღაბი ვირუსისგან ადამიანს ნამდვილად იცავს, სერგეენკომ მედიის წარმომადგენლებთან გარკვეული ცდა ჩაატარა. მან ნიღაბზე სადეზინფექციო ხსნარი დაასხა, რითაც აჩვენა, რომ ნიღბის შიგნით ხსნარმა ვერ შეაღწია.

„დამერწმუნეთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ტალღების რაოდენობის რიგითობის თვლას და შტამების დევნას, უბრალოდ, ის რეკომენდაციები, რაც მთელს მსოფლიოშია გავრცელებული, დასაცავია ყველასთვის. ვაქცინაციას რაც შეეხება, ამას მართლაც დიდი საინფორმაციო კამპანია სჭირდება, მაგრამ ნიღაბი მარტივი რაღაც არის. ერთ-ერთი არგუმენტია, რომ ვირუსი უფრო პატარაა, ვიდრე ნიღაბი და აზრი არ აქვს ნიღბის ტარებას. ვირუსი აირწვეთოვანი გზით გადამცემია და არა აიროვანი, როგორიცაა წითელა, რომლის დროსაც ნიღბის ტარებას აზრი არ აქვს. აირწვეთოვანი ინფექციებისას ნიღაბში ვირუსი ვერ აღწევს. ნიღაბი მაინც ატარეთ! ახლა ნიღბის ტარებით 30%-ზე ვართ. ეს წარმოუდგენლად დაბალი მაჩვენებელია“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

economics
III კვარტალში უცხოეთში საქართველოს რეზიდენტების ტურისტული ვიზიტები 3%-ით 412,000-მდე გაიზარდა

საქსტატმა 2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში 599.7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი ვიზიტით ნაკლებია. თუმცა ანგარიშის თანახმად კლება უკავშირდება ქვეყნიდან ერთდღიანი გასვლების რაოდენობის შემცირებას (187 ათასი ვიზიტი, კლება 14 ათასი). ასეთი ვიზიტები ძირითადად სარფის საბაჟოდან თურქეთში ერთდღიანი შოპინგისთვის ხორციელდება.

საქსტატი ტურისტულ ვიზიტებს უწოდებს ისეთ გასვლებს, რომლებიც ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ვიზიტების რაოდენობა 412,000-ს შეადგენს, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მათ შორის მომატებულია საქართველოდან ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობაც.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც მესამე კვარტალში 206 ათასი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა ერთდღიანი ვიზიტების კლების გამო ამ ქვეყანაში გასვლები 10%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა რუსეთი 110 ათასი ვიზიტით, რა მიმართულებითაც ვიზიტები 4%-ით არის შემცირებული. 98 ათას ვიზიტამდე გაიზარდა გასვლების რიცხვი ევროკავშირში რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის მესამე კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მესამე კვარტალში სხვაობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან
თურქეთი 205.7 ათასი ვიზიტი; -10%
რუსეთი 109.7 ათასი ვიზიტი; -4%
ევროკავშირი 98.4 ათასი ვიზიტი; +8%
სომხეთი 87.6 ათასი ვიზიტი; +21%
სხვა ქვეყნები 87.0 ათასი ვიზიტი; -1%
აზერბაიჯანი 10.8 ათასი ვიზიტი; +5%

2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way