USD 2.6963
EUR 3.1800
RUB 3.5752
თბილისი
დავით ხიდაშელი: შოკი მივიღე, როცა ივანიშვილმა მე მთხოვა რუკის მოძებნა
თარიღი:  1126

დავით გარეჯის საქმე - ბიზნესმენი დავით ხიდაშელი რუსთავი 2-ის ეთერში ბიძინა ივანიშვილთან საუბარი გაიხსენა, რომელიც 2019 წლის სექტემბერში შედგა. დავით ხიდაშელმა აღნიშნა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის 1936-1937 წლებში გამოცემული რუკის დედანი, მასშტაბით 1:200 000 ქართულ მხარეს თავად გადასცა.

" ივანიშვილს პირველად შევხვდი 2017 წელს, მაშინ გავიცანი, მაგის მერე ფაქტიურად ხშირი კავშირი არ მქონია, დაბადების დღეს მივულოცავდი, თვითონაც მილოცავდა დაბადების დღეს, 2019 წლის სექტემბერში დამირეკა, ჩემთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა, მაშინ მომიყვა, რომ პრობლემები შეიქმნა დავითგარეჯის მონასტერთან და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით, მან მთხოვა დახმარება, მომეძია რაღაც რუკა.

რომ ჩავეძიე - რა უნდა და რაში უნდა დახმარება, მან მითხრა - დაურეკე ირაკლი ღარიბაშვილს, ის გეტყვით, თავდაცვის სამინისტრომ იცის ეს დეტალები.

პირველი შოკი მივიღე მაშინ, ვინაიდან ძალიან გამიკვირდა, როგორ შეიძლებოდა, მოეთხოვა... ვიცი, ვინ არის ბიძინა, ვიცი, რა საშუალებები აქვს, ვიცი, რა რესურსები აქვს, რა თანხებიც აქვს და ლაპარაკში ეუბნება შვეიცარიაში მაცხოვრებელ ვიღაც ქართველს, რომ - "დამეხმარე"...

მისი რესურსების და ფულის პატრონი კაცი რომ მე მომთხოვს - რუკა მიშოვნე, ე.ი, წარმოვიდგინე, რომ მთლად ძაან ცუდად არის საქმე ამ საკითხის, ვინაიდან მას არაფრად უღირს, ათი, ასი მილიონი დოლარის გადახდა და პოვნა, მაგრამ რომ ჩავეძიე, დავრწმუნდი, რომ ფულით და იმით ეს საქმე ასე იოლად ვერ გადაწყდებოდა, დროა დასაკარგი და ჩასაწვდომი მაგ საქმეში” - განაცხადა ხიდაშელმა.

მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის