USD 2.6195
EUR 3.0551
RUB 3.1118
თბილისი
დავით ჭიჭინაძე: - „ქართული ოცნების“ კარზე დოღი იყო, ვინ ვის მიასწრებდა, გიგა ბოკერია თუ ვაშაძე
თარიღი:  1613

პარტია „ტრიბუნას“ დამფუძნებელმა დავით ჭიჭინაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მისი 4-წლიანი სადეპუტატო საქმიანობის შეფასება იქნება.

აქვე მან ისაუბრა, ისნის რაიონში ქართული ოცნების მიერ დაყენებულ კანდიდატზე და აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნებამ მას ორი კანდიდატი დაუყენა - ვაშაძე და კახიაშვილი.

„მე ვამბობდი „ქართულმა ოცნებამ“ ორი კანდიდატი დამიყენა, ვაშაძე და კახიშვილი. ეს სააკაშვილისთვის დღეს გახდა ცნობილი? 2016 წელს რეალურად სად იყო ვაშაძე?

ან 2017 წელს როგორ ემიჯნებოდა, როგორ საუბრობდა? უბრალოდ, დოღი იყო „ქართული ოცნების“ კარზე, ვინ მიასწრებდა. გიგა ბოკერია და ვაშაძე მაგაში ბლოკავდნენ ერთმანეთს. ზოგადად, „ევრონაცებიც“ შეხმატკილებულად არიან ხელისუფლებასთან, რაც ყველგან ჩანს. როდესაც მათ ქმედებებს ვაკვირდებით, მაქსიმალურად ყველგან ცდილობენ მოლაპარაკებებში ეს 20 მანდატი, რომელიც პარლამენტში აქვთ, გამოიყენონ. თუნდაც მათ მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისიების მუშაობა გავიხსენოთ, ყველა უშედეგოდ დამთავრდა. მეორე - როდესაც პრემიერ-მინისტრი მოდის, ის ლაზღანდარობა, მაამებელი განცხადებებით და სიცილ-კისკისით ატარებენ მოსმენებს, როდესაც გახარიას აძლევენ იმიჯს, რომ თითქოს ძლევამოსილია. პოლიტიკაში ბევრი რამ გვაქვს ნანახი, ერთმანეთის ლანძღვაც და მერე ერთად გვინახავს ყველა. თუნდაც, ნათელაშვილის კარავში თუ ფანჩატურში შეკრება. არადა, ადრე ერთმანეთს ლანძღავდნენ და მერე ერთმანეთთან იჯდნენ.

ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რას იტყვის, მთავარია ჩემი ამომრჩეველი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. იმ 4 წელს როგორ შეაფასებს, რაც მე მათი დეპუტატი ვარ. ეს არჩევნები არის ჩემი 4-წლიანი საქმიანობის შეფასება და მეტი არაფერი.

ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რამდენად წარმატებული პოლიტიკოსი ვარ“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის