USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
დაცული ტერიტორიების სააგენტო დაახლოებით 20 000 ჰექტარ ფართობზე ლენტეხის ეროვნული პარკის შექმნას გეგმავს
თარიღი:  896

სვანეთში დაცული ტერიტორიების შექმნის სამუშაოების ფარგლებში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლებისა და თემების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს მუშაობას ლენტეხის მუნიციპალიტეტში ახალი დაცული ტერიტორიის დაარსების მიმართულებით. დაგეგმილია ლენტეხის ეროვნული პარკის შექმნა დაახლოებით 20 000 ჰექტარ ფართობზე.

ახალი დაცული ტერიტორიების დაარსება უზრუნველყოფს რეგიონის უნიკალური ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვასა და შენარჩუნებას, ასევე ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას.

„სვანეთში დაცული ტერიტორიების შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის პოპულარიზაციას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე და ადგილობრივ მოსახლეობას დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების მიღების საფუძველს შეუქმნის. სწორედ ამიტომ, დაცული ტერიტორიების დაარსების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ ჩართულობასა და მათი ინტერესების გათვალისწინებას.
მიმდინარე ეტაპზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ლენტეხის მუნიციპალიტეტის თემებში — რცხმელურსა და ხოფურში.
მსგავსი ფორმატის შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან მომავალშიც გაგრძელდება“, - ნათქვამია პრესრელიზში.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის