USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
თბილისი
დათო ტურაშვილი: „დაუჯერებელი რამეა, რაც ჩემს წინააღმდეგ იკადრეს... შეიძლება მართლა შევეწირო ამას“ ... გადაცემის შემდეგ დათო ტურაშვილი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბირგადამ კლინიკაში გადაიყვანა
თარიღი:  2468

რ მაქვს სოციალური ქსელი, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ განვმარტო, ბოლო დღეებში რაც მოხდა, ასე მიმართა მწერალმა დათო ტურაშვილმა საზოგადოებას „ფორმულას“ ეთერიდან.

„ვიცი, რომ არიან ადამიანები, ვისაც სიამოვნებთ დღე და ღამე ვიღაცის ლანძღვა, შეურაცხყოფა და ცილისწამება. ეს საშინელებაა.  გავიგე, რომ  დავით კაჭარავას ლანძღავენ. ჩვენს სახელოვან მორაგბეს. 20 წელი თამაშობდა. მერე გახდა პარლამენტის წევრი. სულ არ მომეწონა, ვიფიქრე, მორაგბეს, რა უნდა პარლამენტში – მეთქი, პირადად ვიცნობ, მაგრამ მამგას როგორ ვაკადრებდი, მეთქვა, ყველა არჩევანში თავისუფალია. მისი ლანძღვა ამის გამო ჩემთვის რადიკალურად მიუღებელია.

ადამიანები სხვისი ლანძღვით პოპულარული ხდებიან. და მთელი ტრაგედია ისაა, რომ ხელისუფლებას აქვს სპეციალური განყოფილება. ეს წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, რაც ჩემს წინააღმდეგ იკადრეს“. – აღნიშნა დათო ტურაშვილმა, რაზედაც მიიღო წამყვენებისგან რეპლიკა, რომ ეს მხოლოდ მის წინააღმდეგ არ ხდება.

„ამ ყველაფერზე იმიტომ ვლაპარაკობ ამდენს, რომ სხვას არ შეეხოს ეს ყველაფერი. ვიცი ჩემი თავის ამბავი და შეიძლება, მართლა შევეწირო ამ ყველაფერს“. – ამბობს დათო ტურაშვილი და დასძენს, რომ ეს ძველი რუსული მეთოდია.

„არსებობს წიგნი, სადაც აღწერილია,როგორ გეგმავდნენ  მე-19 საუკუნეში საქართველოს დაპყრობას. რომ შემოვიდოდნენ უნდა დაეწყოთ იმ ადამიანების გაშავება, ვისაც ხალხი პატივს სცემდა და ეს მეთოდი დღესაც მუშაობს. ხალხს ფულს უხდიან, რომ ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, დაესიონ და მოკლან. ესენი მკვლელები არიან. თქვენ თუ გგონიათ, რომ სიტყვა უფრო რბილია, ვიდრე ტყვია, ცდებით. “. – ამბობს დათო ტურაშვილი.

 მისი თქმით, „შეიძლება რუსული საქმე ისე გვაკეთებინონ, რომ ვერც ვხვდებოდეთ“.

„შეიძლება ყაველაშვილს, მე რომ ეს გენოციდი მომიწყო, არც ჰქონია ასეთი ბოროტი განზრახვა. მაგრამ ვერც მიხვდა, როგორ გამოიყენეს ჩემს წინააღმდეგ. რატომ მომიქსიეს ეს ნაძირლები, იმიტომ რომ მოვკვდე.

სხვათა შორის, ახლა რა ვიდეოფაბრიკაციაც გავრცელდა, რომ ვითომ მე იარაღით დავდივარ და ხალხს ვხოცავ, „ნაციონალებმა“ გაავრცელეს, როცა მე ისინი გავაკრიტიკე და ახლა ეს „ოცნებამ“ გამოიყენა.

ავტომატი კი არა სკოლის ასაკში რომ ვიყავი, ჯაყვა არ მქონია. ერთადერთხელ სოფელში ვიყავი და კისტის თოფი მეჭირა, ბავშვებმა დამცინეს, ქალაქელი ხარ, ჩიტს ვერ მოკლავო და კისტის თოფით ჩიტს ვესროლე. კვირა არ გავა, რომ ის ჩიტი არ დამესიზმროს. და დღემდე ისიც არ ვიცი, მოხვდა თუ არა“.. – ამბობს დათო ტურაშვილი.

დათო ტურაშვილი ეთერში ემოციური გამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბირგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც მწერლის შვილმა ანაკო ტურაშვილმა განაცხადა, დათო ამჟამად შედარებით უკეთ არის, თუმცა მას დღეს მაინც დატოვებენ კლინიკაში.

“გულის კლინიკაშია, ახლა ნორმალურად არის, მაგრამ ძალიან ინერვიულა და გული აწუხებს, ალბათ, იცით და მაქსიმალურად ყველას ვთხოვ არ დაურეკოთ, დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის”, – თქვა ანაკო ტურაშვილმა.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის