USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
დასავლეთმა უკრაინას ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადა
Date:  418

ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინა მარტში ევროკავშირისგან 3.5 მილიარდი ევროს დახმარებას მიიღებს.

ესპანეთი 2025 წელს უკრაინას 1 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გადასცემს.

დიდი ბრიტანეთი 4.5 მილიარდი ფუნტის სამხედრო დახმარებას გამოყოფს.

ნორვეგია 2025 წელს უკრაინის მხარდასაჭერად 3.5 მილიარდ ევროს გამოყოფს.

კანადა უკრაინას გადასცემს 25 ერთეულ LAV III-ს, 4 ტრენაჟორს F-16-თვის, საბრძოლო მასალას და დამატებით 5 მილიარდ დოლარს გაყინული რუსული აქტივებიდან.

შვედეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მათ შორის Robot 70-სა და Tridon Mk2-ს, 113 მილიონი დოლარის ღირებულებით გადასცემს.

დანია უკრაინისთვის 270 მილიონი ევროს ახალი დახმარების პაკეტს გამოყოფს.

ფინეთი უკრაინას 4.5 მილიონ ევროს გამოუყოფს სოციალური და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way