სირიის დედაქალაქში, ეკლესიაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, კიდევ 63 ადამიანი დაჭრილია.
ტერაქტი დამასკოში, წმინდა ელიას ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოხდა. თვითმვვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ თვითმკვლელი ტერორისტი იყო „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი, თუმცა თავად დაჯგუფებაში პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.
დღეს აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ოფიციალურად დატოვებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, აშშ-ის 2024-2025 წლებში ორგანიზაციაში შესატანი 260 მილიონი დოლარი ჯერჯერობით არ გადაუხდია.
აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, აშშ-მა ორგანიზაციის დატოვებამდე ყველა გადაუხდელი დავალიანება უნდა დაფაროს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ის მიერ ორგანიზაციის დატოვების საკითხს ჯანმოს აღმასრულებელი საბჭო თებერვალში განიხილავს.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი გასულ წელს, თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს მოაწერა.