USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
თბილისი
დამასკოში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა
თარიღი:  1156

სირიის დედაქალაქში, ეკლესიაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, კიდევ 63 ადამიანი დაჭრილია.

ტერაქტი დამასკოში, წმინდა ელიას ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოხდა. თვითმვვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.

სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ თვითმკვლელი ტერორისტი იყო „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი, თუმცა თავად დაჯგუფებაში პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის