USD 2.6963
EUR 3.1646
RUB 3.3149
თბილისი
დაისონის სფერო- რაც უფრო განვითარებულია ცივილიზაცია მით უფრო ცხელდება მისი მშობლიური პლანეტა
თარიღი:  3286
დაისონის სფერო არის ჰიპოთეტური სფერო, რომელიც განვითარებულ ცივილიზაციას შეუძლია ააშენოს ვარსკვლავის გარშემო, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ვარსკვლავსის ენერგეტიკული პოტენციალი ცივილიზაციის გასავითარებლად.
კარდაშევის სკალის მიხედვით შესაძლებელია არსებობდეს სამი ტიპის ცივილიზაცია, მათი განვითარებულობის მიხედვით.

1. ცივილიზაცია სრულად აკონტროლებს თავისი პლანეტის ენერგეტიკულ პოტენციალ

2. ცივილიზაცია გასცდა პლანეტას და მართავს ვარსკვლავური სისტემის ენერგეტიკულ პოტენციალს

3. ცივილიცაზცია, რომლიც მართავს გალაქტიკის ენერგეტიკულ პოტენციალს

ამ სკალის მიხედვით კაცობრიობა პირველ დონემდე გზაში იმყოფება და გავლილი აქვს ამ გზის 0.6 ნაწილი.
მაგრამ ეს სკალა ლოგარითმულია, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი გზის გავლა ბევრად უფრო რთული იქნება ვიდრე განვლილის.
ამასთან აღსანიშნავია, რომ პლანეტის ენერგეტიკული პოტენციალის ათვისებასთან ერთად იზრდება ალბათობა იმისა, რომ პლანეტაზე საშუალო ტემპერატურამ წლიდან წლამდე იმატოს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ მოპოვებული ენერგია არ იკარგება, იგი ტრანსფორმირდება სხვა ტიპის ენერგიაში. დედამიწის მსგავს ჩაკეტილ სისტემაში კი ენერგია ხშირად თერმულ ენერგიად გარდაიქმნება ხოლმე, რასაც საბოლოოდ ტემპერატურის მატებამდე მივყავართ.
გამოდის, რომ რაც უფრო განვითარებულია ცივილიზაცია მით უფრო ცხელდება მისი მშობლიური პლანეტა.ამიტომ მნიშვნელოვანია დივერსიფიკაცია და სხვა პლანეტების ათვისება. თუ არა და მოპოვებული ენერგიის ნაწილის ცივილიზაციის განვითარებაზე, ხოლო მეორე ნაწილის პლანეტის გაგრილებაზე მოგვიწევს დახარჯვა. რაც კიდევ უფრო შორს გადაწევს პირველი დონის ცივილიზაციის პუნქტამდე მიღწევას.
ამიტომ, კაცობრიობის მიზანი არ უნდა იყოს ამ პლანეტის რესურსების სრულად ამოწურვა, არამედ სხვა პლანეტებისა და ბუნებრივი თანამგზავრების ხარჯზე დედამიწის ენერგიის ექვივალენტის მიღება.
მერაბ შონია
 
ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის