USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
დაღესტანში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა
дата:  

რუსეთში, დაღესტნის რესპუბლიკაში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი, ტატიანა ბელიაევა „ტელეგრამ“ არხზე იუწყება.

”სამწუხაროდ, 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამართალდამცავები და მშვიდობიანი მოქალაქეები”, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი ინფორმაციით, დაშავებულა 46 ადამიანი, მათ შორის 7 მძიმე მდგომარეობაშია.

შეგახსენებთ, გუშინ დაღესტანში, დერბენტსა და მაჰაჩყალაში შეიარაღებული პირები ორ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, სინაგოგასა საგზაო პოლიციის განყოფილებას დაესხნენ თავს. ხელისუფლების ინფორმაციით, ლიკვიდირებულია 5 თავდამსხმელი. დაღესტნის საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული თავდასხმისა“ და „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, გადატანის“ მუხლებით აღძრა. რესპუბლიკაში 24, 25 და 26 ივნისი გლოვის დღეებად გამოცხადდა.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати