USD 2.6138
EUR 3.0349
RUB 3.0773
თბილისი
დადიანისა და მისი ვაჟების ფლოტმა,15 ხომალდით, დაარბია ოსმალეთის ოლქები - ბექა ჭიჭინაძე
თარიღი:  6490
კიდევ ერთი ცნობა მეგრულ ფლოტზე.
1571 წლის ოსმალური მოხსენების მიხედვით, ,,დადიანისა და მისი ვაჟების" ფლოტმა - 15 ხომალდით, დაარბია ოსმალეთის ოლქები - ფაზარი და არჰავი, საიდანაც აიყვანა ტყვეები და აიღო ნადავლი.
Kırzıoğlu, "Osmanlılar'ın Kafkas-Elleri'ni Fethi," 13. Cf. Bilge, Osmanlı Çağı'nda Kafkasya
ცხრა საბრძოლო ხომალდი სამეგრელოს ჯერაც სულთან სულეიმან დიდებულმა გადასცა აფხაზებთან საომრად, მაგრამ მეგრელები აფხაზებს მალე შეურიგდნენ და ერთად დაიწყეს მეკობრეობა ოსმალეთის სანაპიროებზე.
მეგრული ანტითურქული საზღვაო რეიდების შესახებ ჩემს ხელთ არსებულ მასალებს ქვემოთ ქრონოლოგიურად დავაჯგუფებ:
1. 1470-ანი წლები, იტალიური ანალების მიხედვით, მეგრელებმა ჩაძირეს ტრაპიზონის ფაშას ფლოტი.
2. 1554 წელი, უნგრული რელაციის მიხედვით, ყირიმიდან სამხრეთ დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალ თურქულ არმადას მეგრელები დაესხნენ თავს და მას მძიმე დანაკარგები მიაყენეს.
3. 1571 წელი, დადიანის ფლოტის მიერ აფხაზებთან კოალიციით, არჰავისა და ფაზარის აოხრება და დატყვევება.
4. 1580-ანი წლები, კულმინაცია, მეგრელებმა და კაზაკმა მეკობრეებმა დროებით აიღეს აზოვის ზღვის ჩრდილოეთით მდებარე მნიშვნელოვანი საზღვაო ქალაქი ტანაისი, რომელსაც ოსმალეთი აკონტროლებდა.
სამეგრელოს სამთავროში ამ პერიოდში არსებობდა ადმირალის სახელო, რომელსაც რატიათა გვარი ფლობდა.
...
ლევან დადიანი სასწაული იყო ჭეშმარიტი, ცნობილია რომ რიონი სანაოსნო იყო, ერთ თურქულ ანგარიშში წერია, თურქების ფლოტს რიონის სიღრმეში შესვლა რომ დაუპირებია, დადიანს კალაპოტები გაუჭრია რიონთან, წყალი გადაუგდია, ასე წყლის დონე ისე შეუმცირებია რიონში, რომ თურქული ხომალდები მასზე ნაოსნობას უკვე ვერ ახერხებდნენ !
არ ვიცი ეს როგორ მოახერხა, მაგრამ ასე წერია, მერე დაწვრილებით მოგიყვებით ამ წყაროზეც.
მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის