ეკონომიკის ცოდნა და შესრულება განსხვავდება ერთმანეთისგან, პრობლემა არის ის რომ ეკონომიკაში რა შეასრულონ ის არ იციან - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ეკონომიკის მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ გვყავს კარგი რეკომენდაციის გამცემები. ხელისუფლებას არ უჭირს აღსრულება, მაგრამ მათ არ იციან რა შეასრულონ.
ჭყონიას თქმით, საქართველოს ეკონომიკის ამირან გამყრელიძეც სჭირდება.
"სახელმწიფოს მმართველი სისტენა რაც აქვს, კარგი შემსრულებლები არიან, რეკომენდაციები რაც გასცეს სპეციალისტებმა შეასრულეს, ეს დაამტკიცეს რომ შეუძლიათ. ესეიგი პრობლემა არის ის რომ ეკონომიკაში რა შეასრულონ ის არ იციან.... ეკონომიკის ცოდნა და შესრულება განსხვავდება ერთმანეთისგან... ჩვენ გვჭრდება ეკონომიკის ამირან გამყრელიძე" - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.
„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.