USD 2.7321
EUR 3.1564
RUB 3.4510
Тбилиси
"ჩვენ გვაქვს თავისუფლება, მოგვეცით ფრთები, რომ ის დავიცვათ" - ზელენსკის მიმართვა დიდი ბრიტანეთის პარლამენტს
дата:  1779

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთს უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავები მიაწოდონ.

ზელენსკიმ თემთა პალატის სპიკერს ლინდსი ჰოილს უკრაინული გამანადგურებლის პილოტის ჩაფხუტი გადასცა, რომელსაც ეწერა: "ჩვენ გვაქვს თავისუფლება, მოგვეცით ფრთები, რომ ის დავიცვათ"

„ჩვენ ვიცით, თავისუფლება გაიმარჯვებს, რუსეთი დამარცხდება და ნამდვილად ვიცით, რომ ეს გამარჯვება შეცვლის მსოფლიოს. ეს იქნება ცვლილება, რომელიც მსოფლიოს დიდი ხანია, სჭირდებოდა“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

ვესტმინსტერის სასახლეში ზელენსკის აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბრიტანელ ხალხს და ხელისუფლებას, ასევე პერსონალურად ექს-პრემიერ ბორის ჯონსონსა და მოქმედ პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს ომის პირობებში უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის. მისი თქმით, ბორის ჯონსონმა გააერთიანა სხვები, როდესაც ეს წარმოუდგენელი იყო და არასოდეს წასულა კომპრომისზე უკრაინის საკითხზე.

ზელენსკიმ გაიხსენა უკრაინის პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტი ლონდონში 2020 წლის ოქტომბერში, როდესაც ჩერჩილის „ომის ოთახი“ მოინახულა და მის სკამში ჩაჯდომა შესთავაზეს.

„რაღაც მნიშვნელოვანი გრძნობა დამეუფლა, მხოლოდ ახლა მესმის რა იყო ეს. როგორ გიკვალავს გამბედაობა გზას ყველაზე წარმოუდგენელ გაჭირვებაში, რათა საბოლოოდ დაგაჯილდოოს გამარჯვებით“, — თქვა მან.

თავის ქვეყანაზე საუბრისას, ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა ყოველთვის დაამარცხებს ბოროტებას.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, ნებისმიერ აგრესორს ეცოდინება, რა ელის მას, თუ თავს დაესხმება საერთაშორისო წესრიგს“, — თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მნიშვნელობაზე.

 

мир
თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რამდენიმე გემს კვლავ შეუძლია ჰორმუზის სრუტის გავლა, იმ პირობით, რომ ისინი ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ.

კერძოდ, ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში ისმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ

ზოგიერთ გემს კვლავ შეუძლია მისი გამოყენება, თუ ირანის სამხედროებს მათი განზრახვების შესახებ ეცოდინებათ.

„მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ზოგადად, ჩვენ არ შეგვიძლია 28 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ... რადგან ჩვენ მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ასევე გაიგეს სხვებმაც“, - აღნიშნა მან.

როგორც დასავლური მედია წერს, ირანმა ადრე განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა ან დაწვავდა ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გამოყენებას შეეცდებოდა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати