ჩრდილოეთ კორეაში COVID 19-ის პირველი შესაძლო შემთხვევის გამო სასაზღვრო ქალაქ კესონში კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ კიმ ჩენ ინმა პოლიტბიუროს საგანგებო სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია სააგენტო KCNA ავრცელებს
აქამდე კიმ ჩენ ინი ირწმუნებოდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ კორონავირუსთან ბრძოლაში ბრწყინვალე წარმატებას მიაღწია და ქვეყანაში ჯერ არცერთი ინფიცირების ფაქტი არ დადასტურებულა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.