USD 2.7300
EUR 3.1695
RUB 3.4422
თბილისი
ჭოუ ციენი: ჩინეთი მზად არის დააჩქაროს ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებული პროტოკოლის ხელმოწერა და ძალაში შესვლა
თარიღი:  319

ჩინეთი მზად არის დააჩქაროს ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებული პროტოკოლის ხელმოწერა და ძალაში შესვლა, - განაცხადა Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოუ ციენმა. ელჩთან ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, პოტენციალსა და სამომავლო ხედვებზე.

ელჩმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა საქართველოსთან ერთად განახორციელოს ორი ქვეყნის ლიდერების მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებები.

„2025 წლის ოქტომბერში, პეკინში წარმატებით ჩატარდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ცენტრალური კომიტეტის მეოთხე პლენარული სხდომა, რომელზეც განიხილეს და მიიღეს „ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის შეთავაზება ეროვნული ეკონომიკური და სოციალური განვითარების მე-15 ხუთწლიანი გეგმის შემუშავების შესახებ“.

მომავალში ჩინეთი გააგრძელებს მაღალი ხარისხის განვითარების ხელშეწყობას, სტაბილურად გააგრძელებს სისტემურ გახსნილობას, მულტილატერალური სავაჭრო სისტემის დაცვას, საერთაშორისო მიმოქცევის გაფართოებას, გახსნილობის მეშვეობით რეფორმებისა და განვითარების ხელშეწყობას, მსოფლიოს ქვეყნებისთვის შესაძლებლობების გაზიარებას და მათთან ერთად განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ „მე-15 ხუთწლიანი გეგმა“ არა მხოლოდ აყალიბებს ჩინეთის ეკონომიკური და სოციალური განვითარების სამომავლო ხედვას, არამედ მსოფლიოსაც სძენს მეტ სიცხადეს, ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობას უფრო ფართო პერსპექტივებს უხსნის და ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას ახალ იმპულსს სძენს.

2026 წელს საქართველოც დააჩქარებს ეროვნული ათწლიანი განვითარების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას. ჩინეთი მზადაა, საქართველოსთან ერთად განახორციელოს ორი ქვეყნის ლიდერების მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებები, განაგრძოს ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, პრიორიტეტი მიანიჭოს ქართული თაფლისა და ფრინველის ხორცის ჩინეთში ექსპორტის ხელშეწყობას, დააჩქაროს ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებული პროტოკოლის ხელმოწერა და ძალაში შესვლა, აქტიურად განავითაროს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა, ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის ხალხთა შორის ურთიერთგაგებას და მეტი სარგებელი მოუტანოს ორ ქვეყანასა და მათ ხალხს“, - განაცხადა ჭოუ ციენმა.

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის