USD 2.7545
EUR 3.1363
RUB 3.3460
Тбилиси
ჩინეთს წელიწადში 90,2 მილიონი ტონა კარტოფილი მოყავს / ჩინეთის სოფლის მეურნეობა ციფრებში
дата:  728
ჩინეთის სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ჩინეთი სოფლის  მეურნეობის პროდუქტების წარმოებითა და ექსპორტით, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მუდმივად ლიდერთა შორისაა მსოფლიოში.
ჩინეთის სოფლის მეურნეობის ძირითადი პროდუქტებია: ბრინჯი, ხორბალი, კარტოფილი, პომიდორი, სორგო, არაქისი, ჩაი, ქერი, ბამბა, სიმინდი, ბოსტნეულის ზეთი და სოიოს მარცვლები.

ჩინეთის სამოქალაქო ომში ჩინეთის კომუნისტური პარტიის გამარჯვების შემდეგ ფერმები ლენდლორდებს ჩამოერთვათ და 300 000 მილიონ გლეხს დაურიგდა.

1952 წელს, ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ მთავრობამ გლეხების დაჯგუფება დაიწყო. სამი წლის შემდეგ ჯგუფები მწარმოებელთა კოოპერატივებად გარდაიქმნა, მიწების კოლექტიური მფლობელობის სოციალისტური მიზნების შესაბამისად.

1956 წელს მიწებზე კონტროლი ფორმალურად მთავრობამ აიღო და მიწები მთავრობის მიერ მართულ კოლექტიურ ფერმებად გადააქცია.

ჩინეთის სოფლის მეურნეობის პროდუქცია უმსხვილესია მსოფლიოში, თუმცა ქვეყნის მიწების მხოლოდ 10%-ის კულტივაციაა შესაძლებელი.

კულტივირებული მიწების 75% გამოიყენება სურსათისთვის.

მთავარი კულტურა ბრინჯია, რომელიც კულტივირებული მიწის 25%-ზე მოჰყავთ. ბრინჯის დიდი ნაწილი მდინარე ხუაიხეს სამხრეთით, ჩჟუძიანის დელტაში, იუნანის, გუანჟოუსა და სიჩუანის პროვინციებში მოჰყავთ.

მეორე მთავარი კულტურა ხორბალია, რომელიც ქვეყნის ბევრ რეგიონში მოჰყავთ, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ჩინეთის ვაკეზე, მდინარეების: ვეისა და ფენის ხეობებში, ჯიანგსუს, ჰუბეისა და სიჩუანის პროვინციებში.

სიმინდი ჩინეთის ჩრდილოეთ და ჩრდილ-აღმოსავლეთ ნაწილში იზრდება. ჩვეულებრივი შვრია შიდა მონღოლეთსა და ტიბეტშია გავრცელებული.

თეთრი კარტოფილი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოჰყავთ (ჩინეთი უმსვილესი მწარმოებელია მსოფლიოში), ხოლო ტკბილი კარტოფილი ― სამხრეთ ნაწილში.

ტროპიკული ხილი კუნძულ ხაინანზე მოჰყავთ, ხოლო ვაშლი და ატამი ლიაონინისა და შანდუნის პროვინციებში. ციტრუსები სამხრეთ ჩინეთში მოჰყავთ, მეტწილად მდინარე იანძის სამხრეთ ნაწილში. ყველაზე პოპულარული ციტრუსი მანდარინია.

ჩინეთის სოფლის მეურნეობის მთავარ პროდუქტებს მიეკუთვნება მწვანე და ჟასმინის ჩაი (პოპულარულია ჩინეთის მოსახლეობას შორის), შავი ჩაი, შაქრის ლერწამი და შაქრის ჭარხალი.

ჩაის პლანტაციები მდინარე იანძის შუა წელში, ფუჯიანისა და ჟეძიანის პროვინციებში მდებარეობს. შაქრის ლერწამი გუანდუნისა და სიჩუანის პროვინციებში, ხოლო შაქრის ჭარხალი ხეილუნძიანის პროვინციასა და შიდა მონღოლეთის ირიგირებულ მიწებზე მოჰყავთ. სამხრეთ ჩინეთში ფართოდაა

წარმოება

ბოლო ათწლეულია ჩინეთი მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების უმსხვილესი მწარმოებელი და მომხმარებელია. Lin Erda-ს კვლევის მიხედვით, 2050 წლისთვის წყლის მომარაგებისა და კლიმატის ცვლილების გამო წარმოების რაოდენობამ შეიძლება 14-23%-ით დაიკლოს.

2009 წელს ჩინეთმა სოფლის მეურნეობის სექტორის ბიუჯეტი 20%-ით გაზარდა. ქვეყანა მხარს უჭერს ენერგიის ეფექტურობის გაზრდას, განახლებად ტექნოლოგიასა და ინვესტირებას.

მაგალითად, 2020 წელს ჩინეთმა აწარმოა 257.1 მლნ ტონა სიმინდი (მეორე ადგილი მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ), 212.1 მლნ ტონა ბრინჯი (უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში), 131.4 მლნ ტონა ხორბალი (პირველი ადგილი), 108 მლნ ტონა შაქრის ლერწამი (მესამე ადგილი მსოფლიოში, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ), 17.7 მლნ ტონა ბამბა (მესამე ადგილი მსოფლიოში, ინდოეთისა და აშშ-ის შემდეგ), 14.1 მლნ ტონა სოიო (მე-4 ადგილი, აშშ-ის, ბრაზილიისა და არგენტინის შემდეგ), 13.2 მლნ ტონა რაფსი (მეორე ადგილი მსოფლიოში კანადის შემდეგ), 12 მლნ ტონა შაქრის ჭარხალი (მე-8 ადგილი), 11.2 მლნ ტონა ბანანი (მე-2 ადგილი ინდოეთის შემდეგ).

ჩინეთი მსოფლიოში ლიდერია შემდეგი პროდუქტების წარმოებაში:

კარტოფილი _ 90.2 მლნ ტონა;

საზამთრო _62.8; 

პომიდორი _ 61.5; 

კიტრი _ 61.5; 

ტკბილი კარტოფილი _ 53; 

ვაშლი _39.2;

 ბადრიჯანი _ 34.1; 

კომბოსტო _33.1; 

ხახვი _ 24.7;

 ნიორი _ 22.2; 

მწვანე ლობიო _ 19.9;

 მანდარინი _ 19; 

სტაფილო _ 17.9;

არაქისი _17.3; 

მსხალი _ 16;

 ყურძენი _ 13.3; 

ნესვი _ 12.7; 

გოგრა _ 8.1; 

ბაღის სატაცური _7.9; 

ქლიავი _ 6.7 მილიონი ტონა.

культура
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати