USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
ჩინეთმა გაეროში პირველად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელშიც რუსეთის უკრაინასა და საქართველოში სამხედრო აგრესია დაგმობილია
дата:  

ჩინეთმა გაეროში პირველად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელშიც რუსეთის სამხედრო აგრესია დაგმობილია და რუსეთი აგრესორადაა მოხსენიებული.

მედიის ცნობით, გენერალურ ასამბლეაზე, რუსეთის მცდელობა დოკუმენტში ნახსენები არ ყოფილიყო უკრაინის წინააღმდეგ აგრესია, წარუმატებელი აღმოჩნდა.

ამასთან, როგორც მედია წერს, დოკუმენტში საუბარია იმ უპრეცედენტო გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ევროპა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის, ხოლო კიდევ უფრო ადრე საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ აღმოჩნდა.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 127 (I) - A/77/L.65, რომელშიც რუსეთი აგრესორადაა მოხსენიებული და უკრაინამდე საქართველოში შემოჭრის გამოა დაგმობილი.
 
რეზოლუციის მომხრე 122 ქვეყანაა, 5 წინააღმდეგ წავიდა, 18-მა კი თავი შეიკავა. თუმცა მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფაქტორია: რეზოლუციას ისეთმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი, როგორიცაა ჩინეთი, სომხეთი, ყაზახეთი, ინდოეთი და ბრაზილიაა. ხანგრძლივი დროით ისინი რუსეთისა და აგრესიის ერთად ხსენებას არათუ ერიდებოდნენ, არამედ თითქმის წარმოუდგენელიც კი იყო კრემლის ინტერესების წინააღმდეგ გამოსვლა. ახლა ეს ყველაფერი შეიცვალა.
 
რომელი ქვეყნები ეწინააღმდეგებოდნენ რეზოლუციას? - რუსეთი, სირია, ჩრდილოეთ კორეა, ბელარუსი და ნიკარაგუა.
 
მსოფლიოს პოლიტიკური დღის წესრიგი თანდათან იცვლება. რუსეთთან ასოცირება არავისთვისაა პოპულარული. და არც საქართველო გამქრალა საერთაშორისო დღის წესრიგიდან. რუსეთის დამარცხების შემთხვევაში ჩვენთვის შესაძლებლობების ბევრი ფანჯარა გაიხსნება.
общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати