USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი - ტრამპის ადმინისტრაციის თავხედური და დომინანტური პოლიტიკის რეალიზება ევროპის მიმართ, საშინელებაა - უკრაინაში მშვიდობას მხოლოდ აშშ და რუსეთი არ უნდა საზღვრავდნენ
თარიღი:  514

უკრაინაში მშვიდობას მხოლოდ აშშ და რუსეთი არ უნდა საზღვრავდნენ. ამის შესახებ ევროპულ საქმეებში ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლუ შეიმ განაცხადა. მისი სიტყვები ჩინურ გამოცემა South China Morning Post-ს მოჰყავს.

მან განაცხადა, რომ ის “შოკირებულია” იმით, თუ როგორ ეპყრობა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპაში ამერიკის მოკავშირეებს და აღნიშნა, რომ მხოლოდ აშშ და რუსეთი არ უნდა განსაზღვრავდნენ უკრაინისთვის სამშვიდობო შეთანხმებას.

“როდესაც უყურებთ იმას, თუ როგორ ახდენს ტრამპის ადმინისტრაცია ევროპის მიმართ თავხედური და დომინანტური პოლიტიკის რეალიზებას, როდესაც ასე იქცევა თავის მოკავშირეებთან, სიმართლე გითხრათ, ევროპული გადმოსახედიდან ეს უბრალოდ საშინელებაა.

ვთვლი, რომ ევროპელი მეგობრები ამაზე უნდა დაფიქრდნენ და ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა შეადარონ ჩინეთის მთავრობის პოლიტიკასთან.

ამგვარად, ისინი დაინახავენ, რომ ჩინეთის დიპლომატიური მიდგომა აქცენტს აკეთებს მშვიდობაზე, მეგობრობაზე, კეთილ ნებასა და ურთიერთმომგებიან თანამშრომლობაზე”, - განაცხადა შეიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის სამშვიდობო პროცესი უნდა ითვალისწინებდეს ყველა დაინტერესებული მხარის აღიარებასა და მონაწილეობას, მათ შორის ევროპული ქვეყნების.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის