USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
თბილისი
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "NED - დემოკრატიის ეროვნული ფონდის" შესახებ ანგარიშს აქვეყნებს
თარიღი:  629

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "დემოკრატიის ეროვნული ფონდის" შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიში სახელწოდებით - „დემოკრატიის ეროვნული ფონდი: რას წარმოადგენს NED და რას საქმიანობს დემოკრატიის ეროვნულოი ფონდი“ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.“(NED) მოქმედებს როგორც აშშ ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები.“ ის დიდი ხანია, დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით, უთანხმოებისა და კონფრონტაციის გაღვივებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და იდეოლოგიური ინფილტრაციით. და ამას აკეთებს დემოკრატიის განვითარების ეგიდით. მის მიერ ჩადენილმა უამრავმა ბოროტებამ მოიტანა დიდი ზიანი და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მწვავე შეფასება დაიმსახურა. ბოლო წლებში NED-ი მუდმივად იცვლიდა ტაქტიკას. ის უფრო შორს წავიდა, დაიწყო რა მოქმედება მშვიდობის, განვითარებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ტენდენციის წინააღმდეგ. ის ცნობილი გახდა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ინფილტრაციის, დივერსიისა და საბოტაჟის მცდელობებით. უაღრესად მნიშვნელოვანია NED-ის საქმიანობის გამოაშკარავება და ყველა ქვეყნის გაფრთხილება, რათა დაინახონ მისი ნამდვილი სახე, დაიცვან თავი დივერსიისა და საბოტაჟისგან, გაუწიონ წინააღმდეგობა, დაიცვან თავიანთი ეროვნული სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ინტერესები, მხარი დაუჭირონ მშვიდობასა და განვითარებას მთელ მსოფლიოში, ასევე, საერთაშორისო სამართალსა და სამართლიანობას.

Ⅰ. NED — აშშ მთავრობის თეთრი ხელთათმანები

NED-ი ირწმუნება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიას საზღვარგარეთ. ფაქტობრივად, ის მოქმედებს როგორც აშშ-ს მთავრობის "თეთრი ხელთათმანები", ახორციელებს დივერსიას, ინფილტრაციას და საბოტაჟს მთელ მსოფლიოში.

NED-ი არის ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს (CIA) ფარული ოპერაციების შემსრულებელი.ცივი ომის პირველ დღეებში CIA მხარს უჭერდა ოპოზიციის საქმიანობას აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ ქვეყნებში „კერძო მოხალისე ორგანიზაციების“ მეშვეობით, „მშვიდობიანი ევოლუციის“ ხელშეწყობის მიზნით. მას შემდეგ, რაც 1960-იანი წლების შუა პერიოდში გამოაშკარავდა ასეთი აქტივობები, აშშ-ს მთავრობამ დაიწყო სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განხილვა მსგავსი აქტივობების განსახორციელებლად. სწორედ აქ გაჩნდა მსგავსი ორგანიზაციის შექმნის იდეა. როგორც ამერიკელი მეცნიერი უილიამ ბლუმი წერდა, „იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ NED-ი გარკვეულწილად ღიად გააკეთებდა იმას, რასაც CIA ფარულად აკეთებდა ათწლეულების განმავლობაში და ამით გააქარწყლებდა სტიგმას, რომელიც დაკავშირებულია CIA-ს ფარულ საქმიანობასთან“.

NED-ი შეიქმნა აშშ-ს მთავრობის ეგიდით.1981 წელს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პოსტი დაიკავა რონალდ რეიგანმა, ის ცდილობდა წინ წაეწია თავისი "დემოკრატიის პროექტი" და წინადადებით გამოვიდა, შეექმნათ მთავრობის მიერ დაფინანსებული ფონდი "საზღვარგარეთ დემოკრატიული მოძრაობებისთვის" მხარდასაჭერად. 1983 წელს დაარსებული NED-ის ერთ-ერთი მიზანია ხელი შეუწყოს დემოკრატიულ განვითარებას, რომელიც შეესაბამება როგორც აშშ-ს ფართო ინტერესებს, ისე სხვა ქვეყნებში დემოკრატიული ჯგუფების კონკრეტულ მოთხოვნებს, რომლებსაც ეხმარება NED-ის მიერ დაფინანსებული პროგრამები.

 

NED-ს აფინანსებს აშშ-ს მთავრობა. 1983 წლის 22 ნოემბერს აშშ-ს კონგრესმა მიიღო NED აქტი, რომელმაც დაადასტურა NED-ის მიზნები და განმარტა ისეთი საკითხები, როგორიცაა კონგრესის ასიგნებები, მთავრობის ფინანსური აუდიტი და კონგრესისა და პრეზიდენტის წინაშე ანგარიშები. 1983 წელს, როდესაც NED შეიქმნა, კონგრესმა NED-ს 18 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო. კონგრესის ასიგნებები მთლიანობაში განაგრძობდა ზრდას ბოლო 40 წლის განმავლობაში. USAspending.gov-ის თანახმად, NED-მა მიიღო 315 მილიონი აშშ დოლარი 2023 ფინანსურ წელს. როგორც „კარნეგის ფონდი საერთაშორისო მშვიდობიასათვის“ ანგარიშშია აღნიშნული, NED-ი ძირითად სახსრებს აშშ-ს კონგრესისგან იღებს.

NED-ის პროგრამები ხორციელდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და სხვადასხვა ქვეყნებში აშშ-ს საელჩოების მიერ.კანონის თანახმად, რომელიც NED-ის საქმიანობას არეგულირებს, NED-ს მოეთხოვება კონსულტაციები სახელმწიფო დეპარტამენტთან საგარეო პოლიტიკის პროგრამული გეგმების შესახებ. USAID-ის ანგარიშის („აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული დემოკრატიის დახმარების პროგრამები“) თანახმად, NED მუდმივ კონსულტაციებს გადის სახელმწიფო დეპარტამენტთან დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს, აშშ-ს საინფორმაციო სააგენტოს (USIA) და აშშ-ს საელჩოების მეშვეობით პროგრამულ საკითხებთან დაკავშირებით.

NED-ი ანგარიშს აბარებს აშშ-ს მთავრობას თავისი საქმიანობის შესახებ და იღებს სამთავრობო აუდიტს და ზედამხედველობას. NED აქტის თანახმად, NED-მა უნდა წარუდგინოს პრეზიდენტს ყოველწლიური ანგარიში წინა ფინანსური წლის საქმიანობასთან დაკავშირებით არაუგვიანეს ყოველი წლის 31 დეკემბრისა. ანგარიში უნდა მოიცავდეს NED-ის ოპერაციებს, საქმიანობას და მიღწევებს. NED-ის აუდიტს ყოველწლიურად ახორციელებს ამერიკის მთავრობის მთავარი მაკონტროლებელი(სარევიზიო) ორგანო. თითოეული აუდიტის ანგარიში უნდა წარედგინოს კონგრესს, ხოლო თითოეული ანგარიშის ასლი უნდა მიეწოდოს პრეზიდენტს.აშშ-ს მთავრობას აქვს წვდომა NED-ის მიერ დაფინანსებული ყველა პროგრამის შესახებ. NED აქტის თანახმად, NED-ს ან მის ნებისმიერ უფლებამოსილ წარმომადგენელს, უნდა ჰქონდეს წვდომა მიმღების ნებისმიერ წიგნზე, დოკუმენტებსა და ჩანაწერებზე, რომელიც ეხება NED-ის მეშვეობით გაწეულ დახმარებას. მათზე წვდომა ასევე უნდა ჰქონდეს აშშ-ს გთავარ მაკონტროლებელს ან მის ნებისმიერ უფლებამოსილ წარმომადგენელს.ფერადი რევოლუციების პროვოცირება სხვა ქვეყნებში სახელმწიფო ძალაუფლების დასამხობად1.ირანის მთავრობის დამხობის მცდელობა. 2022 წლის სექტემბერში ირანში ჰიჯაბის ტარების წესების წინააღმდეგ პროტესტი დაიწყო. მასიჰ ალინეჯადმა, ამერიკის ხმის ირანული სამსახურის რეპორტიორმა, გაავრცელა გადაუმოწმებელი ინფორმაცია და სურათები საზოგადოებრივ განწყობაზე უარყოფითი გავლენის მოსახდენად. ლიბანური საინფორმაციო არხის, Al Mayadeen-ის ინფორმაციით, 2015-2022 წლებში მასიჰ ალინეჯადმა მიიღო 628,000 აშშ დოლარის დაფინანსება NED-ისგან და ზოგიერთი სხვა ამერიკული ინსტიტუტისგან. გამოცემა Iran Daily-მ გამოაქვეყნა ირანის რევოლუციური გვარდიის დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ NED-მა გამოიყენა კავშირები მასიჰ ალინეჯადთან „ჰიჯაბების პროტესტის“ დროს ირანის შიდა საქმეებში ჩარევისთვის. იმავდროულად, NED-მა მხარი დაუჭირა ირანში ადამიანის უფლებათა ცენტრს (CHRI) და ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ფეიკ ნიუსების ფაბრიკაციაში და ასევე, მხარი დაუჭირა დისიდენტებს ანტისამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებთან მუშაობაში ცილისმწამებლური კამპანიის დასაურგანიზედბლად. NED-ი რეგულარულად აქვეყნებდა კომენტარებს საკუთარ ჟურნალში ირანში რეჟიმის შეცვლის მოწოდებით. ირანული მედია NED-ს უწოდებს „დემოკრატიის ეროვნულ მტერს “ და „ტროას ცხენს“-ს, რომელიც არღვევს წესრიგს და იწვევს არეულობას ქვეყანაში.

არაბულ ქვეყნებში შესაღწევად სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენება. „არაბული გაზაფხულის“ დაწყების შემდეგ NED-მა ფართოდ გამოიყენა სოციალური მედიის პლატფორმები და დააფინანსა არასამთავრობო ორგანიზაციები მულტიმედიური კონტენტის გასავრცელებლად და ონლაინ ტრენინგების უზრუნველსაყოფად, ფერადი რევოლუციების პროვოცირების მიზნით. NED-მა ასევე აწარმოა ტალანტთა რეზერვის პროგრამა რეგიონში დემოკრატიული გარდაქმნისათვის, დააფინანსა არასამთავრობო ორგანიზაციები დევნილობაში მყოფი „დემოკრატიის მხარდამჭერების“, „ადამიანის უფლებათა აქტივისტების“ და „დისიდენტების“ დასახმარებლად, წაახალისა ადგილობრივი პროფკავშირები, რათა გაეძლიერებინათ თავიანთი შესაძლებლობები, მხარი დაუჭირა მეცნიერებსა და აქტივისტებს, რომლებიც ამზადებდნენ „კონსტიტუციურ რეფორმებს“ სხვადასხვა ქვეყანაში.მონაწილეობა უკრაინის "ფერად რევოლუციაში". 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის დროს NED-მა უკრაინის ოპოზიციას $65 მილიონი გამოუყო. 2007-დან 2015 წლამდე NED-მა გამოყო 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდასაჭერად და „სამოქალაქო მონაწილეობის“ ხელშეწყობისთვის. 2013-2014 წლების ევრომაიდნის მოვლენებისას NED-მა დააფინანსა მასმედიის ინსტიტუტი წამქეზებლური ინფორმაციის გასავრცელებლად. NED-მა ასევე დახარჯა ათობით მილიონი დოლარი ისეთი სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებისთვის, როგორიცაა Facebook, X  (ყოფილი Twitter) და Instagram, დეზინფორმაციის გასავრცელებლად, ეთნიკური დაძაბულობის გასაძლიერებლად და აღმოსავლეთ უკრაინაში ეთნიკური ანტაგონიზმის გასაღვივებლად.ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის დამხობის მცდელობა. 2002 წლის ივლისში NED-ის პრეზიდენტმა კარლ გერშმანმა განუცხადა მედიას, რომ NED მუშაობდა კონგრესთან, რათა გაეტარებინა აქტივობები რიგი არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით და შეეცვალა საზოგადოებრივი აზრი ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის შესახებ, სისტემის დანგრევის მიზნით. 2021 წლის ივლისში გერშმანმა განუცხადა მედიას, რომ NED-ის მიერ დაფინანსებული ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამების წყალობით „ტოტალიტარული სისტემა ჩრდილოეთ კორეაში იწყებს ეროზიას და საბოლოოდ ეს გამოიწვევს სისტემის დაშლას“.Ⅲ. შეთანხმება ყველანაირ ელემენტებთან სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მიზნით.

სამიზნე ქვეყნებში პროამერიკული ძალების კულტივირება2021 წლის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, NED-ი მხარს უჭერდა პროამერიკულ მედიასაშუალებებს, ამუშავებდა „დემოკრატიის აქტივისტებს“ და აფინანსებდა ჯგუფებს „დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის“ არაბულ ქვეყნებში.

2021 წლის მაისში NED-ის პრეზიდენტმა კარლ გერშმანმა განაცხადა, რომ მიუხედავად რუსეთში არსებული აკრძალვისა, NED-მა რუსეთში დააფინანსა ბევრი ორგანიზაციის საქმიანობა და მხარი დაუჭირა დევნილობაში მყოფ რუს ოპოზიციონერებს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან პოლიტიკურ ეტაპეპზე, როგორიც იყო სახელმწიფო სათათბიროს, საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები.

NED უკვე დიდი ხანია, შემოჭრილია ევროპაში. ის ახალისებს ტრანსატლანტიზმს ევროკავშირის ინსტიტუტებში, იმავდროულად, თრგუნავს სტრატეგიული ავტონომიის ხმას და აფინანსებს ევროპაში „დამოუკიდებელ მედიას“ აშშ-ს სასარგებლოდ საზოგადოებრივი აზრის გადახრის მიზნით. აირჩია რა მექსიკა, როგორც მთავარი სამიზნე ქვეყანა, NED-მა მხარი დაუჭირა ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა მექსიკელები კორუფციისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ (MCCI) და მექსიკური კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტი (IMCO) და აფერხებდა მექსიკაში ენერგეტიკულ რეფორმას. 2021 წელს მექსიკის მთავრობამ გაუგზავნა ნოტა აშშ-ს მთავრობას, რომელშიც დაგმო NED-ის მიერ მექსიკაში ანტისამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, როგორც „ინტერვენციონიზმის აქტი“ და „გადატრიალების ხელშეწყობა“.

2017 წლიდან NED-მა დააფინანსა კუბის მოწინააღმდეგე 54 ორგანიზაცია. 2018 წელს კუბის დემოკრატიულმა დირექტორატმა (ანტისამთავრობო ორგანიზაციამ) განაცხადა, რომ მიიღო „დემოკრატიული სახსრები“ აშშ-დან და გადაუხადა 48,000 აშშ დოლარი კუბაში მყოფ თავის თანამშრომლებს, აგენტებსა და კონტრაქტორებს. წლების განმავლობაში NED-ი აფინანსებდა მეცნიერებსა და ჟურნალისტებს ირანში „დემოკრატიული რეფორმების“ ხელშეწყობისა და ირანის წინააღმდეგ კულტურული ინფილტრაციის განსახორციელებლად.

სხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის არასწორი წარმოჩენა. NED-ის მიერ დაფინანსებული გამოცემა Journal of Democracy ჩვეულებრივ ადარებს განვითარებადი ქვეყნების სტანდარტებს ამერიკული სტილის დემოკრატიის სტანდარტებთან და აკრიტიკებს მათ საპრეზიდენტო არჩევნებს, ეკონომიკურ პოლიტიკას, ადამიანის უფლებების მდგომარეობით არსებულ ვითარებას.2023 წლის ივლისში, ჟურნალმა გამოაქვეყნა ხუთი სტატია ინდოეთის დემოკრატიაზე, „არის თუ არა ინდოეთი ჯერ კიდევ დემოკრატია“ და ამტკიცებდა, რომ მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრი ნარენდრა მოდი ხელისუფლებაში მოვიდა, მისი მთავრობა დაკავდა დემოკრატიული ინსტიტუტების, ნორმებისა და პრაქტიკის დემონტაჟით. 2024 წლის აპრილში ჟურნალმა გამოაქვეყნა სტატია (რატომ არის ეს არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი ინდოეთში“), სადაც ნათქვამია, რომ ინდოეთში დემოკრატიული მმართველობა იშლება მოდის მეორე ვადის დაწყების შემდეგ და რომ ინდოეთის პლურალისტური დემოკრატია საფრთხის ქვეშ დადგება იმ შემთხვევაში, თუ პრემიერმინისტრი მოდი და მისი პარტია მესამე ვადით მოვლენ ხელისუფლებაში. სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრების „დიქტატურად“კლასიფიცირებით NED–მა განაგრძო თავისი ფასეულობების ექსპორტი ამ ქვეყნებში აკადემიური, კულტურული და მედია აქტივობებით. NED-ის ვებგვერდის და სხვა წყაროების მიხედვით, NED-მა 2021 წელს GCC-ის ქვეყნებში 11 პროგრამა წამოიწყო, 1,8 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით, რათა მხარი დაუჭიროს „დემოკრატიის აქტივისტებს“, გააკრიტიკოს ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა ამ ქვეყნებში და და გააღვივოს სოციალური დაძაბულობა პრესის თავისუფლების ხელშეწყობის ეგიდით. 3. მანიპულირება და სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევა

2022 წლის აპრილში და 2023 წლის დეკემბერში სერბეთში ჩატარდა საპრეზიდენტო, ეროვნული ასამბლეის და ადგილობრივი არჩევნები. NED-ი ჩაერია საარჩევნო პროცესში და ყველანაირად ცდილობდა წინასაარჩევნოდ პროამერიკელი ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერას. 2023 წლის მაისში სერბეთში ზედიზედ სროლის ორი ინციდენტის შემდეგ, NED-ის მიერ დაფინანსებულმა უფლებადამცველმა ჯგუფებმა და პროამერიკული ოპოზიციურმა ორგანიზაციებმა მოაწყვეს მასობრივი დემონსტრაციები სერბეთის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.

NED-ი დიდი ხანია აფინანსებს ფილიპინების საინფორმაციო პორტალ Rappler-ს. NED-ის ვებგვერდზე განთავსებული ანგარიშების თანახმად, 2017-დან 2021 წლამდე Rappler-მა მიიღო 786,000 აშშ დოლარის დაფინანსება NED-ისგან. 2022 წლის საყოველთაო არჩევნების დროს Rappler ლობირებდა ფილიპინების საარჩევნო კომისიას, რათა მიეღო შიდა ინფორმაციაზე წვდომა, მათ შორის, საარჩევნო ტენდენციებისა და კანდიდატების კამპანიის ხარჯების შესახებ, რამაც დაბადა კითხვები სხვადასხვა მხარეს არჩევნების სამართლიანობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ავტორიზებული წვდომა საბოლოოდ გაუქმდა საზოგადოების ინტენსიური ზეწოლის შედეგად.

NED-ი დიდი ხანია, აფინანსებს ანტიირანულ ორგანიზაციებს, როგორიცაა ფონდი ირანის დემოკრატიისთვის (FDI), არჩევნების საბოტაჟისთვის. ეს აღიარა ამერიკელმა სამოქალაქო აქტივისტმა კენეტ რ. ტიმერმანმა (FDI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა) თავის სტატიაში.

2023 წლის იანვარში, დეიმონ უილსონმა, NED-ის პრეზიდენტმა, ნიგერიული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში საჯაროდ გამოთქვა შეშფოთება ნიგერიის საყოველთაო არჩევნების დემოკრატიისა და სამართლიანობის თაობაზე.

Ⅳ. განხეთქილების და დაპირისპირების წაქეზება სხვა ქვეყნების სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრის მიზნით.

კენეტ ვოლაკმა, NED-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ განუცხადა აშშ-ს კონგრესს NED-ის გრძელვადიანი ძალისხმევის შესახებ, აშშ-ს მტრების წინააღმდეგ და მათი შესაძლებლობების შესახებ, შეცვალონ უცხოეთის ქვეყნების მთავრობები.

1.„ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტული ძალების მხარდაჭერა. 2022 წელს NED-მა და ტაივანის დემოკრატიული პროგრესული პარტიის ხელმძღვანელობამ ერთად უმასპინძლა დემოკრატიისთვის მსოფლიო მოძრაობის გლობალურ ასამბლეას და მოიწვია ევროპელი პარლამენტარები და ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლები. ისინი ცდილობდნენ „დემოკრატიული ძალების“ მობილიზებას, რათა გაეხსნათ „დემოკრატიული ბრძოლის ფრონტის ხაზი“ აღმოსავლეთში და გაევრცელებინათ ცრუ ნარატივი- „დღეს- უკრაინა, ხვალ- ტაივანი“. 2023 წლის ივლისში NED-ის პრეზიდენტი დეიმონ უილსონი გაემგზავრა ტაივანში „ტაივანის დემოკრატიის ფონდის“ 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად და გადასცა ცაი ინგ-ვენს „დემოკრატიის მსახურის მედალი“.

შეთანხმება ჰონგ კონგში ანტიჩინურ, მადესტაბილიზებელ ძალებთან. NED-ი უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს მათთან, ვინც ცდილობს ჰონგ კონგის დესტაბილიზაციას ფინანსური სახსრებითა და საზოგადოებრივი მხარდაჭერით. 2020 წელს NED-მა შექმნა რამდენიმე პროექტი ჰონგ კონგთან დაკავშირებული პროგრამის ფარგლებში, 310,000 დოლარის დაფინანსებით, რათა ხელი შეუწყოს მათ, ვინც ჰონგ კონგის დესტაბილიზაციას ცდილობს. 2023 წელს NED-მა თანამშრომლობა დაიწყო ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა Hong Kong Watch-ი და Amnesty International, ასევე, ჩინეთის მოწინააღმდეგე ამერიკელ, ბრიტანელ და გერმანელ კანონმდებლებთან და წარადგინა ჯიმი ლაი ჩი-იინგი, ადამიანი, რომელიც ჰონგ კონგში დესტაბილიზაციის შეტანას ცდილობს, 2023 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის კანდიდატად.NED-ი დიდი ხანია მხარს უჭერს ანტიჩინურ ორგანიზაციას „იუგურების მსოფლიო კონგრესს“ (WUC), საშუალო წლიური დაფინანსებით 5 მილიონი აშშ დოლარიდან 6 მილიონ აშშ დოლარამდე. 2024 წლის მარტში NED-მა მიიწვია "WUC"-ის ლიდერი თავის ღონისძიებაზე, რომელიც ეძღვნებოდა ჩინეთის ეთნიკური პოლიტიკისა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების განვითარების საკითხს. NED-მა ფინანსური დახმარება გაუწია ჰიდაეთ ოგუჟანს, "აღმოსავლეთ თურქისტანის განათლებისა და სოლიდარობის ასოციაციის" ლიდერს, დაავალა მას, გააძლიეროს ანტიჩინური აქციები და გააღვივოს უთანხმოება ჩინეთსა და თურქეთს შორის. NED-მა ასევე დააფინანსა რუშან აბასი, "აღმოსავლეთ თურქისტანის" ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რათა ხშირად ჩასულიყო თურქეთში და ემუშავა "აღმოსავლეთ თურქისტანის" ძალებთან, არეულობების მოწყობის მიზნით.2023 წლის მარტში NED-ის პრეზიდენტი დეიმონ უილსონი ხელმძღვანელობდა NED-ის დელეგაციას დარამსალაში (ინდოეთი), რათა შეხვედროდა „ტიბეტის დამოუკიდებლობის“ ლიდერებს და გამოეხატა მხარდაჭერა „ტიბეტის დამოუკიდებლობის“ მიმართ. 2023 წლის ნოემბერში NED-მა გადასცა დემოკრატიის ჯილდო პიროვნული გამბედაობისთვის ჯიგმე გიატსოს, „ტიბეტის დამოუკიდებლობის“ აქტივისტს. 2024 წლის აპრილში NED-მა თავის შტაბ-ბინაში მიიწვია „ტიბეტის დევნილობაში მყოფი მთავრობის“ წარმომადგენელი პენპა ცერინგი. 5. NED-მა საქართველოში 21-ე საუკუნის დასაწყისში დააფინანსა სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება, რათა მოეწყო დემონსტრაციები ქვეყნის დედაქალაქ თბილისში. 2024 წლის მაისში NED-მა გამოუცხადა მხარდაჭერა და წაახალისა საპროტესტო აქციები საქართველოში უცხოური აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ.Ⅴ. ინფორმაციის გაყალბება საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანის მიზნით 1. NED-ის პრეზიდენტი დეიმონ უილსონი Asahi Shimbun-თან ინტერვიუში იტყუებოდა, რომ ჩინეთი იყენებდა ტექნიკურ საშუალებებს და ხელოვნურ ინტელექტს მოქალაქეების თვალთვალისთვის. 2023 წლის 30 ნოემბერს NED-ის ვიცე-პრეზიდენტმა კრისტოფერ უოკერმა ასევე იცრუა CPC იდეების მონოპოლიზების შესახებ, როდესაც ჩვენება მისცა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს შეერთებულ შტატებსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შორის სტრატეგიული კონკურენციის შესახებ.

NED-ის მიერ მხარდაჭერილი სერბული არასამთავრობო ორგანიზაციები კოორდინირებულნი არიან CNN-ის სერბეთის ფილიალთან, ჩინეთთან დაკავშირებული ყალბი ამბების გავრცელების, ჩინეთის მიერ წარმოებული პროექტების ცილისწამების მიზნით, რასაც აკეთებენ გარემოს დაცვის, შრომისა და კორუფციის ე.წ. პრობლემების წინ წამოწევით.NED-მა დააფინანსა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), რათა ჩაეშვა პროექტის, „ევროპის გაძლიერება CPC-ის დივერსიული ტაქტიკის წინააღმდეგ“ მეორე ფაზა, რომელიც ავრცელებს ყალბ ინფორმაციას CPC-ის ე.წ. საფრთხის შესახებ დემოკრატიული ღირებულებებისა და ტრანსატლანტიკური სოლიდარობისთვის.4.NED-მა ჩადო 17,41 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია 92 პროექტის განსახორციელებლად ე.წ. „ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეულებზე.“ ის აფინანსებდა სამხრეთ კორეის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა აემუშავებინათ ჩრდილოეთ კორეის თემაზე რადიოსადგურები, რომლებზეც ყოველკვირეულად გადაიცემოდა ისტორიები ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეულების შესახებ „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების“ პერსპექტივიდან. მან შექმნა ჩრდილოეთ კორეის თემატიკაზე ონლაინ პუბლიკაციები, რათა გაევრცელებინა ნეგატიური ამბები ჩრდილოეთ კორეაზე, მოამზადა „გაქცეულები“, რეპორტიორებად და მოუწოდა მათ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ ჩრდილოეთ კორეისთვის კრიტიკულ პოსტებსა და ვიდეო ინტერვიუებში.

NED-მა შექმნა საინფორმაციო მატრიცა ირანის წინააღმდეგ Iran International-თან, ამერიკის ხმასტან, BBC-ის ირანულ სამსახურსა და სხვა ანტიირანულ მედიასთან ერთად. NED-ი და მასთან დაკავშირებული სააგენტოები ნეგატიურ ინფორმაციას აწვდიან ანტიირანულ მედიას, რათა ინტენსიურად გაშუქდეს ახალი ამბები ანტიირანული ნარატივით.Ⅵ. „აკადემიური აქტივობების“ გამოყენება ჩარევისა და ინფილტრაციის შესანიღბად

1.NED აფინანსებდა ერაყში საჯარო პოლიტიკის მმართველობის ცენტრს (GCPP), რომელიც აქვეყნებდა ერაყში დემოკრატიული ტრანსფორმაციის ეროვნული ინდექსის ანგარიშს ზედიზედ 6 წლის განმავლობაში, ყოველ ჯერზე აძლევდა დაბალ შეფასებას ერაყის დემოკრატიას და ახდენდა მის კლასიფიცირებას ნაწილობრივ ავტორიტარულ, გარდამავალ ქვეყნად. ერაყის საზოგადოების სხვადასხვა ფენები არ ეთანხმებიან ანგარიშს, რადგან ის არ ასახავს ერაყის მიერ მიღწეულ პროგრესს სახელმწიფოს მართვის, სოციალური მმართველობის, დემოკრატიისა და სასამართლო სისტემის მიმართულებით. მათ მიაჩნიათ, რომ ერაყისთვის დაბალი ქულების მინიჭების მიზანი ქვეყნის შიდა საქმეებში აშშ-ის მუდმივი ჩარევის და ერაყიდან ჯარების გაყვანის გადადების გამართლებაა.

2024 წლის მარტში NED-ის ძირითადი გრანტის მიმღებმა ინსტიტუტმა „ საერთაშორისო კერძო საწარმოების ცენტრმა“ (CIPE), ფილიპინების Makati Business Club-თან და სხვა ასოციაციებთან ერთად, გამოაქვეყნა მდგრადი განვითარების შესახებ პირველი ანგარიში ფილიპინებში, რომელშიც ფილიპინებს უსამართლოდ მოახვიეს თავს ნახშირბადის ემისიების სტანდარტები და ვალდებულებები, რომლებიც აშშ-სა და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებს, რათა ზეწოლა მოეხდინათ ფილიპინების მთავრობაზე ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურის შეცვლის მიზნით. 3.NED-მა ასობით ათასი დოლარის დაფინანსება გამოუყო ევროპის ღირებულებების ცენტრს უსაფრთხოების პოლიტიკისთვის (EVC), გლობალური უსაფრთხოების ცენტრს (GSC) და სხვა ანალიტიკურ ცენტრებს სხვადასხვა სემინარებისა და აქტივობების ორგანიზებისთვის, რომლებიც უბიძგებს ევროკავშირს მიბაძოს აშშ-ს „პატარა ეზო, მაღალი ღობის“ პოლიტიკას.უკრაინის კრიზისის დასაწყისიდან NED-ის მიერ დაფინანსებული „ბელგრადის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრი“ მხარს უჭერდა პროდასავლური დემონსტრანტების პროტესტს და აკრიტიკებდა სერბეთის საგარეო პოლიტიკას. 5. 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის იანვრამდე NED-ი აფინანსებდა Atlas Network-ის გავლით თურქული ციფრული მედიის პლატფორმა daktilo1984.com-ს და მხარს უჭერდა ამ პლატფორმის აქტივობებს, რომელიც ემსახურებოდა უკმაყოფილების დათესვას, ეთნიკური დაძაბულობის, სოციალურ კონფლიქტებსა და პოლიტიკური უთანხმოების გაღვივებას. 6. NED-ი დიდი ხანია აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს „კოსოვოში“ სერბეთის მთავრობასა და პრიშტინის დროებითი თვითმმართველობის ინსტიტუტს შორის დაძაბულობის გასაღვივებლად. 2023 წლის დეკემბერში, NED-ის მიერ დაფინანსებულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Sbunker-მა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ „კოსოვო“ არის შედარებით წარმატებული მაგალითი ამერიკის მხარდაჭერისა ქვეყნის მშენებლობისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის. ეს იყო მცდელობა, გაეთეთრებინათ აშშ-ის ნამდვილი განზრახვა სხვა ქვეყნებში შეჭრის და მათი დაყოფის.NED იყენებდა სოციალურ მედიას ირანის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის საწარმოებლად. ჰიჯაბის ტარების წესების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს სოციალურ მედიაში გაჩნდა დიდი რაოდენობით ბოტები დიდი აუდიტორიებით,რომლებიც ინიღბებიდნენ პირადი ანგარიშებით ან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების სტატუსით, რათა გაევრცელებინათ ირანის საწინააღმდეგო ინფორმაცია და შეცდომაში შეეყვანათ საზოგადოება.NED-მა და USAID-მა დააფინანსეს რამდენიმე უკრაინული ორგანიზაცია, რათა ემუშავათ უკრაინის სოციალური მედიის „ფაქტების შემმოწმებლებად“. მაგრამ ასეთი „ფაქტების შემოწმება“ სინამდვილეში არის ინფორმაციული ფილტრი, რომელიც შეიქმნა აშშ-ს მიერ უკრაინულ ინტერნეტსივრცეში უკრაინელი ხალხის მოსატყუებლად.Ⅶ. NED გამოააშკარავა და გააკრიტიკა აშშ-მა და საერთაშორისო საზოგადოებამ

NED-ის ნამდვილი სახე, რომელიც ამერიკელებმა გამოააშკარავეს

◆ ყოფილმა ფედერალურმა კონგრესმენმა რონ პოლმა განაცხადა, რომ NED-მა დახარჯა ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული უცხოელი პოლიტიკოსებისა და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი პარტიების მხარდასაჭერად, რაც აშკარად არღვევს აშშ-ს შიდა კანონმდებლობას. NED-ი გასცემდა „რბილი ფულს“ უცხო ქვეყნებში არჩევნების დასაფინანსებლად.◆ ყოფილმა ფედერალურმა კონგრესმენმა ბარნი ფრენკმა მოითხოვა NED-ის დაფინანსების შემცირება 1980-იან წლებში. ის ამტკიცებდა, რომ საფრანგეთის პროფკავშირებისთვის ფულის მიცემა პოლიტიკური მიზნით, ნაცვლად იმისა, რომ დაეფინანსებინათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან კიბოს კვლევა, არ იყო გონივრული საქციელი.

◆ 2006 წლის 29 იანვარს New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „აშშ-დან არაერთმნიშვნელოვანმა სიგნალებმა ხელი შეუწყო ქაოსს ჰაიტიში.“ სტატიაში მოთხრობილია, როგორ დაამხო აშშ-ს მთავრობამ NED-ის მეშვეობით ჰაიტის დემოკრატიულად არჩეული მთავრობა.

◆ 2021 წლის სექტემბერში სტივენ კინზერმა (The New York Times-ის ყოფილმა რეპორტიორმა) გამოაქვეყნა სტატიები New York Review of Books-ის ვებსაიტზე, სადაც ნატქვამია, რომ NED-ი თანამშრომლობს CIA-სა და USAID-თან, რათა მხარი დაუჭიროს ამბოხებულებს სხვა ქვეყნებში, იმ რეჟიმების დასამხობად, რომლებიც აშშ-ს არ მოსწონს. სტატიებში ნათქვამია, რომ NED-ის დირექტორთა საბჭოს პირველი წევრები ომების გამღვივებლები იყვნენ, ხოლო საბჭოს ამჟამინდელ წევრებს შორის არიან ყოფილი ფედერალური სენატორები, რომლებიც კუბასა და ნიკარაგუაში რეჟიმის ცვლილების ენთუზიასტები არიან. NED-ის მისიაა, დაამხოს არამეგობრული უცხო ქვეყნების მთავრობები და ხელისუფლებაში მოიყვანოს რეჟიმები, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება ამერიკის ინტერესებს.

2.NED-ის ბოროტმოქმედებები გამოააშკარავა და გააკრიტიკა საერთაშორისო საზოგადოებამ ◆2015 წლის 29 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც NED-ი ოფიციალურად დასახელებულია, როგორც „არასასურველი ორგანიზაცია“ და აკრძალა მისი საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა აშკარად თვალთმაქცური განცხადება, რომ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების ბედის გამო არის „ღრმად შეშფოთებული“. NED-ის პროექტების უმეტესობა მიზნად ისახავდა შიდა სიტუაციის დესტაბილიზაციას იმ ქვეყნებში, რომლებიც ცდილობენ გაატარონ დამოუკიდებელი პოლიტიკა საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად და არა ვაშინგტონის ხელმძღვანელობით.

◆ 2022 წლის მაისში რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS იტყობინებებოდა, რომ ჟურნალ „ეროვნულ თავდაცვასთან“ ინტერვიუში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწემ ნაილ მუხიტოვმა განაცხადა, რომ NED ძირითადად გავლენას ახდენს ახალგაზრდებზე, ცდილობს მოშალოს მათი პატრიოტიზმი და შეამციროს რუსეთის როლი თანამედროვე მსოფლიო წესრიგში. „ხალხის გათავისუფლების“ საბაბით, დასავლეთი ცდილობს თავის მოქალაქეებში რუსეთის შესახებ ნეგატიური შეხედულებების დანერგვას.

◆ ფრანგმა ჟურნალისტმა ფრედერიკ შარპიემ 2008 წელს გამოაქვეყნა წიგნი „CIA საფრანგეთში: საფრანგეთის საქმეებში ჩარევის 60 წელი“, სადაც გამოააშკარავა NED-ის საქმიანობა საფრანგეთში და განაცხადა, რომ NED იღებს თანხებს სამი უწყებისგან - სახელმწიფო დეპარტამენტისგან, USIA-სა და USAID-სგან და ემსახურება აშშ-ს დიპლომატიურ და სამხედრო პოლიტიკას.

◆ 2010 წელს ფრანგულმა პორტალმა Voltaire Network-მა გამოაქვეყნა მისი დამფუძნებლის, ტიერი მეისანის სტატია, სათაურით „NED-ი CIA-ს სამართლებრივი ფანჯარა“, რომელშიც ამხილა NED-ის უშუალო მონაწილეობა ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში და მისი ჩარევა საფრანგეთის არჩევნებში, ასევე, სხვა დანაშაულები.

◆ 2018 წელს უნგრულმა მედიამ (Figyelo-მ) შავ სიაში შეიტანა „უნგრეთის ჰელსინკის კომიტეტი,“ ადამიანის უფლებათა სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება NED-ის მიერ, უწოდა მათ „სოროსის დაქირავებულები“ და დაადანაშაულა უცხოურ ძალებთან შეთანხმებასა და ქვეყნის სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრაში.

◆ 2023 წლის აპრილში NED-მა დაიწყო განაცხადების მიღება უპარტიო, დამოუკიდებელი მედიის დასაფინანსებლად, რომლებმაც უნდა დაიცვან ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა და მხარი დაუჭირონ სიტყვის თავისუფლებას. სტივენ კინზერმა, The New York Times-ის ყოფილმა რეპორტიორმა, გააფრთხილა მსოფლიო მთავრობები, რომ NED-ის ერთადერთი მიზანია ადამიანების დატრენინგება იმ მთავრობების დესტაბილიზაციისთვის, რომლებსაც ვაშინგტონი არ უჭერს მხარს.

◆რუსეთის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი (IMEMO) თავის სტატიაში „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის 40: ძირითად საფუძვლებზე დაბრუნება?“ წერს, რომ NED საშუალებას აძლევს აშშ-ს მთავრობას, განახორციელოს ერთდროულად ორდონიანი საგარეო პოლიტიკა დღევანდელ დიქტატორულ მთავრობებთან, რომლებშიც აშშ-ს მთავრობა ინარჩუნებს ურთიერთობებს, ხოლო NED-ი მუშაობს გრძელვადიან პერსპექტივაში ქვესახელმწიფოებრივ დონეზე, რათა ჩამოაყალიბოს საჭირო პოლიტიკური ძალები, რომლებსაც შეეძლებათ შეცვალონ მომავალში ეს მთავრობები. NED-ს შეუძლია შეასრულოს საკუთარი როლი მგრძნობიარე სფეროებში, სადაც სამთავრობო პროგრამები მოუხერხებელია.

◆ 2023 წლის ივნისში სააგენტო Brasil-მა მოიყვანა კამილა ფეიქს ვიდალის (სანტა-კატარინას ფედერალური უნივერსიტეტის პროფესორის) ციტატა, რომ NED-ი არის ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ დემოკრატია გამოიყენება საბაბად სარგებლის მისაღებად და მორალურ საბაბად სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩასარევად.

◆ 2016 წელს, ინდოეთის მთავრობამ NED-ი იმ ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იქნებიან. ამის მიზეზი გახდა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გადაცემული შემოწირულობი, რომელიც განხორციელდა უცხოური შენატანების რეგულირების აქტის დებულებების დარღვევით. დასკვნა დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების საფარქვეშ შეერთებულმა შტატებმა NED-ი გამოიყენა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ინფილტრაციის, ჩარევისა და დივერსიისთვის, რითაც უხეშად დაარღვია სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესები, საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმები, მსოფლიო მშვიდობა და სტაბილურობა. ასეთი არაპოპულარულ და ამაზრზენ ქმედებებს მტკიცედ გმობს საერთაშორისო საზოგადოება. მსოფლიოს სურს მრავალპოლარულობა და საჭიროა უფრო მეტი დემოკრატია საერთაშორისო ურთიერთობებში. ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს განვითარების გზა, რომელიც შეესაბამება მის ეროვნულ რეალობას და მისი ხალხის საჭიროებებს. არცერთ ქვეყანას არ შეუძლია სხვა ქვეყნებს ლექციები უტაროს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე, მით უმეტეს, გამოიყენოს დემოკრატია და ადამიანის უფლებები სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის შელახვის, მათ საშინაო საქმეებში ჩარევისა და იდეოლოგიური დაპირისპირებისთვის. კაცობრიობის საერთო ფასეულობების - მშვიდობის, განვითარების, სამართლიანობის, დემოკრატიისა და თავისუფლების შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოების წევრები უნდა ჩაერთონ ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის საფუძველზე აზრთა გაცვლასა და დიალოგში და ერთად იმუშაონ კაცობრიობის წინსვლისთვის”, - ნათქვამია ანგარიშში, რომელსაც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის