USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ჩინეთის საელჩო დანიგანის განცხადებაზე: ჩინური მხარე წუხს იმის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი
თარიღი:  

პეკინი მკაცრად გმობს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის განცხადებას ანაკლიის პორტის ინვესტორ ჩინურ კომპანიაზე და მას აბსურდულს უწოდებს.

„საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს მაღალი დონის დიპლომატის მტკიცებები, თითქოს ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანიაში წილების უმრავლესობას ჩინეთის კომუნისტური კომპანია ფლობს და თითქოს ჩინეთის კომუნისტური პარტია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რუსეთის სამხედრო მანქანის ნომერ პირველი ბანკირი და დამფინანსებელია, არის აბსურდული და სერიოზულად შეუსაბამო ფაქტებთან.

ჩინური მხარე ხაზს უსვამს, რომ ზემოთაღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთანხმებული სან-ფრანცისკოს ხედვას.

ჩინური მხარე ასევე წუხს იმის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის