USD 2.7051
EUR 3.1366
RUB 3.3509
თბილისი
ჩინეთის ნულოვანი კოვიდპოლიტიკა | რატომ ირჩევს მთავრობა ლოკდაუნების სტრატეგიას?
თარიღი:  636

მრავალ საკითხში ჩინეთის მთავრობას ეროვნული მნიშვნელობის გამოწვევებთან გამკლავების უნიკალური პრაქტიკა აქვს და გამონაკლისი არც COVID-19-ის მართვა ყოფილა. ვუჰანში ინფიცირების პირველი შემთხვევების გავრცელებიდან მოყოლებული, ჩინეთის მმართველმა კომუნისტურმა მთავრობამ პანდემიის მართვის რადიკალური სტრატეგია აირჩია, რომელსაც შემდგომ ნულოვანი კოვიდპოლიტიკა ეწოდა.

საწყის ეტაპზე აღნიშნული სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდა, 2020 წლიდან 2022 წლამდე ჩინეთის მასშტაბით დღიური ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი 150 შემთხვევას შეადგენდა, რაც გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ექსტრემალურად დაბალი რიცხვია.

მკაცრმა რეგულაციებმა, მობილობის შეზღუდვამ, კომენდანტის საათმა, ლოკდაუნებმა, სავალდებულო კარანტინმა და დისტანცირების მოთხოვნებმა ჩინეთს მისცა იმის საშუალება, რომ ქვეყანას პანდემიის პირველი ორი წელი ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მცირე რაოდენობით გადაელახა, თუმცა წარმატებული კოვიდსტატისტიკის მიღმა სერიოზული, ფუნდამენტური პრობლემები იმალებოდა.

საქმე ისაა, რომ ინფიცირების შემთხვევების შეზღუდვის გამო, ჩინეთში კოლექტიური იმუნიტეტი ვერ ჩამოყალიბდა, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კი ვირუსის არცერთ ვარიანტთან შეხება არ ჰქონია. აღნიშნული მოცემულობა მნიშვნელოვნად ზრდის ვირუსის სწრაფი გავრცელების რისკებს, რადგან ევროპისა თუ აშშ-სგან განსხვავებით, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს უკვე ჩამოუყალიბდა იმუნიტეტი, ჩინეთი პრაქტიკულად დაუცველია, ამ მოცემულობას კი განსაკუთრებით ამწვავებს ვაქცინაციის არაგამჭვირვალე პრაქტიკა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებულ ოფიციალურ მონაცემებთან დაკავშირებით არაერთ კითხვისნიშანს აჩენს.

მიუხედავად ამ მოცემულობისა, ქვეყნის წინაშე არსებულ უმთავრეს გამოწვევას არა უშუალოდ ვირუსი, არამედ მთავრობის კოვიდპოლიტიკა წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ლოკდაუნების სტრატეგიით ვირუსის გავრცელება სრულად შეზღუდოს და ინფიცირების რაოდენობა ნულამდე დაიყვანოს. ამ მიზანში მთავარ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ მისი მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია, მთავრობის მიერ გამოყენებულ მეთოდებს კი ქვეყნის ეკონომიკასა და საზოგადოებაზე უაღრესად ნეგატიური გავლენა აქვს.

წლის დასაწყისში მთავრობის მიერ დასახული ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-ს შეადგენდა, ამჟამად კი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2022 წლის ბოლოსთვის ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი მხოლოდ 3%-ით გაიზრდება.

ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება პირდაპირაა განპირობებული ნულოვანი კოვიდპოლიტიკით, რომლის ფარგლებშიც ლოკდაუნები არაერთხელ დაწესდა ჩინეთის უდიდეს ქალაქებსა და ეკონომიკურ ცენტრებში, მათ შორის, შანხაისა და პეკინში.

ლოკდაუნების გამო, ათასობით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესი გაკოტრდა, მილიონობით ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა, არაერთი ქარხანა კი დროებით შეჩერდა. მოგეხსენებათ, ჩინეთს მსოფლიოს "ეკონომიკურ ძრავს" უწოდებენ, შესაბამისად, მის შეზღუდვას პირდაპირი ნეგატიური გავლენა აქვს გლობალურ მიწოდების ჯაჭვებზეც. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი კი ისაა, რომ Apple-ი ჩინეთში წლის განმავლობაში 6 მილიონი ერთეულით ნაკლები iPhone 14-ის წარმოებას შეძლებს, რაც ქვეყანაში დაწესებულ ლოკდაუნებთან და FOXCONN-ის ქარხნის საქმიანობის შეზღუდვასთანაა დაკავშირებული.

ქარხნების შეზღუდვის პრობლემას ცხადყოფს წარმოების PMI ინდექსის მკვეთრი შემცირება, რომელიც ამჟამად პანდემიურ მინიმუმზეა.

აგრეთვე გასათვალისწინებელია მოხმარების საკითხიც, ნულოვანი კოვიდპოლიტიკის გამო, ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ჩინეთი 2 მილიონი ბარელით ნაკლებ ნავთობს მოიხმარს, რაც შესაბამის გავლენას საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზეც ახდენს.

ბუნებრივია, ჩინეთის ეკონომიკის შეზღუდვა არც კომუნისტური მთავრობის ინტერესებში არ შედის, თუმცა ოფიციალური უწყებიდან გავრცელებული ცნობები იმას ცხადყოფს, რომ მთავრობა ნულოვანი კოვიდპოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა კი ისევ ამ უნიკალური მეთოდით გაგრძელდება.

ამჟამად ჩინეთში ინფიცირების შემთხვევები რეკორდულად იზრდება, კოვიდრეგულაციებით შეშფოთებული მოსახლეობა კი მთავრობის პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოხატავს. ჩინეთის უდიდეს ქალაქებში საპროტესტო აქციები და დემონსტრაციები იმართება, მოქალაქეები დაჟინებით მოითხოვენ, რომ მთავრობამ შეწყვიტოს თავისუფლების შეზღუდვა და ლოკდაუნების დაწესება.

პროტესტის საპასუხოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ "საბოტაჟი და პროვოკაცია" დაუშვებელია, რის გამოც მთავრობა არ მოერიდება, საჭიროების შემთხვევაში, შემზღუდავი ზომების გამოყენებას და, მათ შორის, ე.წ. რობოკოპების დახმარებით დემონსტრანტების ძალით დაშლას.

საპროტესტო ტალღისა და საერთაშორისო ექსპერტების საპირისპირო რეკომენდაციების მიუხედავად, ოფიციალური პეკინი ამტკიცებს, რომ არჩეული სტრატეგია ყველაზე ოპტიმალურია, ვირუსის დაძლევა კი მხოლოდ მკაცრი რეგულაციებითაა შესაძლებელია. დასავლური, კერძოდ, სკანდინავიური პრაქტიკა ცხადყოფს, რომ COVID-19-ის დაძლევა ეკონომიკის შეზღუდვისა და ლოკდაუნების დაწესების გარეშეცაა შესაძლებელი, თუმცა ჩინეთი ამ მოცემულობას უბრალოდ არ აღიარებს.

ზოგადად, ჩინეთის მმართველი კომუნისტური მთავრობის შესახებ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის უმეტესწილად გადაწყვეტილებებს პრაგმატულად, კალკულაციებისა და მსჯელობის საფუძველზე იღებს, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა კოვიდპოლიტიკა ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრეზიდენტ სი ძინპინის გუნდი პრაგმატულად ნამდვილად არ მოქმედებს, თუ, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ იმ ალბათობას, რომ მთავრობის მიზანი არა უშუალოდ ვირუსის დაძლევა, არამედ მოსახლეობის კონტროლისა და მართვის მექანიზმების განუზომლად გაზრდაა. აბსოლუტური კონტროლის მოპოვება კი, როგორც ვიცით, კომუნისტურ მთავრობას უმთავრეს ისტორიულ მიზანს წარმოადგენს.

გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.