USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
ჩინეთის ხელისუფლებამ უკვე შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ საინვესტიციო ფონდს, Black Rock-ს უნდა შეეძინა ორი ჩინური პორტი პანამის არხზე
თარიღი:  602
CNN-ის ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლებამ უკვე შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ საინვესტიციო ფონდს, Black Rock-ს უნდა შეეძინა ორი ჩინური პორტი პანამის არხზე.
 
შეთანხმების ხელმოწერა დაგეგმილი იყო მომდევნო კვირისთვის. Black Rock-ი აპირებდა ჰონგ კონგის კომპანია CK Hutchison Holdings Ltd. -ის საკონტროლო პაკეტის შესყიდვას, რომელსაც აქვს წილები მსოფლიოს სხვადასხვა 43 პორტში.
 
როგორც ირკვევა, ეს გარიგება ჩინეთის ანტიმონოპოლიურმა სახელმწიფო ორგანოებმა დაბლოკეს.
 
Black Rock-თან გარიგება განიხილებოდა როგორც „რეგიონში დაძაბულობის შემცირების გზა“ მას შემდეგ, რაც ტრამპმა დაიწყო მუქარა პანამის არხის წართმევით. მოგვიანებით მან დადებითად ისაუბრა მომავალ გარიგებაზე, თუმცა როგორც ჩანს, თვალსა და ხელს შუა ეშლება “მიღწეული შეთანხმება”
მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის