USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ჩინეთის ცენტრალური ბანკი სახელმწიფო ბანკებს დოლარის შესყიდვის შემცირებისკენ მოუწოდებს
თარიღი:  692

აშშ-ის ახალი ტარიფები ძლიერ დარტყმად იქცა ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით ჩინეთისთვის, რომელიც ყველანაირად ცდილობს, რომ თავისი ვალუტა გაუფასურებისგან იხსნას. ჩინეთის ცენტრალური ბანკი მოუწოდებს მსხვილ სახელმწიფო ბანკებს, შეწყვიტოს ამერიკული დოლარის შესყიდვა და იუანის ყიდვა დაიწყოს, რათა ვალუტის ვარდნის ტემპი შენელდეს. ინფორმაციას Reuter-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, ჩინეთის მსხვილი სახელმწიფო ბანკების მხრიდან დოლარის აქტიური გაყიდვა და იუანის შესყიდვა დაფიქსირდა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ჩინეთის ცენტრალური ბანკი ექსპორტზე დაწესებული გადასახადების დარტყმის შესამცირებლად იუანის დევალვაციას არ აპირებს.

„ერთ-ერთი პოლიტიკური მრჩევლის განცხადებით, მკვეთრი გაუფასურება არ მოხდება, რადგან ამან შეიძლება ბაზრის მიმართ ნდობის დაკარგვა გამოიწვიოს, თუმცა ზომიერი გაუფასურება ექსპორტს დაეხმარება. მისი თქმით, ჩინეთი დაეხმარება საკვანძო საწარმოებს სუბსიდიებით, საგადასახადო შეღავათებით და ბაზრის დივერსიფიკაციით“, - ნათქვამია სტატიაში.

ამ თვეში ჩინური იუანი 1,3%-ით გაუფასურდა და დოლართან მიმართებაში 7,35-ს მიაღწია.

დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საპასუხო ტარიფები ძალაში დღეიდან შევიდა. ტარიფები 11%-დან 50%-მდე მერყეობს, თუმცა ჩინეთის საპასუხო ნაბიჯების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა პეკინის წინააღმდეგ ტარიფები 104%-მდე გაზარდა.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის