USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
თბილისი
ჩინეთის ელჩი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სრულებით ქვეყნის შიდა პოლიტიკაა - ჩინეთი არ ერევა შიდა პოლიტიკაში
თარიღი:  1239

გამჭვირვალობის კანონი ქვეყნის შიდა პოლიტიკაა. საქართველოს შიდა პოლიტიკაში რომ არ ვერევით, ნიშნავს, რომ პატივს ვცემთ ქვეყნის სუვერენიტეტს, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.

„გამჭვირვალობის კანონი, რაც ქართულმა მხარემ მიიღო, სრულებით ქვეყნის შიდა პოლიტიკაა. ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სწორედ ისაა, რომ სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკას არ ეხება, არ ერევა და ასეთ კონკრეტულ განცხადებას ვერ გავაკეთებ. პატივს ვცემთ სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკას. საქართველოს შიდა პოლიტიკაში რომ არ ვერევით, სწორედ იმას ნიშნავს, რომ პატივს ვცემთ ქვეყნის სუვერენიტეტს“, – განაცხადა საქართველოში ჩინეთის ელჩმა.

მსოფლიო
რადოსლავ სიკორსკი: უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა

უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.

„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის