ჩინელმა მეცნიერებმა, ფუდანის უნივერსიტეტიდან, ადამიანის ტვინის კრიოგენული გაყინვის სფეროში, მნიშვნელოვანი გარღვევა შესახებ განაცხადეს, იუწყება ბრიტანული გამოცემა Mirror.
ექსპერიმენტის დროს სპეციალისტებმა გამოიყენეს ადამიანის ემბრიონის ღეროვანი უჯრედები. აქედან მათ ამოიღეს ტვინის ქსოვილის ნიმუშები. შემდეგ ისინი გაჟღენთეს სხვადასხვა ქიმიურ ნარევებში, როგორიცაა შაქარი, ანტიფრიზი და ქიმიური გამხსნელები.
ამის შემდეგ ექსპერტებმა კრიოგენურად გაყინეს ტვინის ქსოვილის ნიმუშები თხევად აზოტში. ორი კვირის შემდეგ მათ გალღვეს ტვინის უჯრედები და დააკვირდნენ, რომელი მათგანი გამოჯანმრთელდა ყველაზე მცირე დაზიანებით. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთი ნიმუში ხელუხლებლად ინარჩუნებდა ნეირონებს და ჩვეულებრივად ახერხებდა სიგნალების გაგზავნას.
მკვლევარების აზრით, მომავალში ეს ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას ადამიანის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.