USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
ჩემთვის, პირადად სასიხარულოა, რომ გიორგი ხანიაშვილის ქანდაკებას "დროის ნაწნავები"ასეთი გამოხმაურება მოჰყვა და ეს საკითხი ასეთი აქტუალური აღმოჩნდა საზოგადოებისთვის - თბილისის მერი
дата:  

თბილისისი მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმულ ქანდაკებაზე, „დროის ნაწნავებზე“ გამოთქმულ მოსაზრებებს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყველას გვერდში დაუდგება, ვინც თბილისისთვის მნიშვნელოვან და სასიკეთოს საქმეს აკეთებს და მომავალში გააკეთებს.

„მინდა გამოვეხმაურო ზაარბრიუკენის მოედანზე დროებით გადადგმულ ქანდაკებას, თავს უფლებას ვაძლევ მეც ვისაუბრო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი იწერებოდა, ნამდვილად არ მეგონა, თუ ამდენი ხელოვნებათმცოდნე გვყავდა ქვეყანაში, ეს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, ამას, მხოლოდ და მხოლოდ, მივესალმები. დიდი გამოცდილება არ მაქვს ამ მიმართულებით, თუმცა გვყავს ირგვლივ ადამიანები, რომლებმაც აღნიშნულთან დაკავშირებით ბევრი იციან.

„თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“ მერიის ახლად დაფუძნებული სტრუქტურაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას და ის უფრო ხელმისაწვდომი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ფონდს ჰყავს თავისი მენეჯმენტი და ამ სფეროში მოღვაწე დამოუკიდებელი სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია, შემდგარი გუნდი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, თუ რომელ ლოკაციაზე კონკურსში მონაწილე რომელი არტისტის დროებითი ინსტალაცია განათავსოს და მიზანშეწონილი გახადოს. ამ გადაწყვეტილებების შედეგად უკვე არაერთი საინტერესო ნამუშევარი განთავსდა ქალაქის სხვადასხვა უბანში. მეც ძალიან ბევრი ვისაუბრე აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდა, რომ არტისტებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს მუნიციპალიტეტისგან მხარდაჭერა ჰქონდეთ. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ქალაქის სხვადასხვა უბნებში, სხვადასხვა რაიონებში, კონკრეტულ ადგილებზე გამოყოფილი იქნება სივრცეები, სადაც დროებით განთავსდება თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრები“, -განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მერია მომავალშიც გეგმავს კონკურსების გამოცხადებას და ხელოვნების ხელშეწყობას.

„ჩემთვის, პირადად სასიხარულოა, რომ გიორგი ხანიაშვილის ამ ქანდაკებას ასეთი გამოხმაურება მოჰყვა და ეს საკითხი ასეთი აქტუალური აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, ზოგს მოსწონს აღნიშნული ქანდაკება, ზოგს არ მოსწონს, მე მომწონს და გიორგის წარმატებები მინდა ვუსურვო, მართლაც შთამბეჭდავია აღნიშნული პროექტი, რომელიც განხორციელდა. თუმცა, მთავარი არის, რომ ამ ნამუშევარმა გამოიწვია საზოგადოებაში ძალიან დიდი დისკუსია, რაც სახელოვნებო სფეროს განუყოფელი ნაწილია, ეს, მხოლოდ და მხოლოდ, მისასალმებელია. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რაოდენ საჭირო და დროული იყო ასეთი ინსტიტუციის გაჩენა დედაქალაქში. წარმატებას ვუსურვებ ფონდს და ყველა არტისტს. მინდა ხაზი გავუსვა, ყველას გვერდში დავუდგები, ვინც თბილისისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან და სასიკეთოს საქმეს აკეთებს და მომავალში გააკეთებს“, - განაცხადა კალაძემ

Тбилиси
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати