USD 2.7362
EUR 3.1677
RUB 3.4602
თბილისი
ჩეხეთში, ქალაქ ჩრიბსკის მერიაში, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა
თარიღი:  594

ჩეხეთში, ქალაქ ჩრიბსკის მერიაში, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა, მათ შორის სამი პოლიციელია. ხელისუფლების ცნობით, სროლის შემდეგ თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

გამომძიებლებმა თავდასხმაში ტერორისტული ან ექსტრემისტული მოტივი უკვე გამორიცხეს, ვარაუდობენ, რომ საქმე ეხება ადმინისტრაციის მომსახურე პერსონალს შორის დაპირისპირებას. გამოძიება გრძელდება.

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის