USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი - ევროპაში ავღანელი ლტოლვილების ადგილი არ არის
дата:  828

ევროპაში ავღანელი ლტოლვილების ადგილი ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცსა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ჰეგერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჩეხეთის ლიდერის თქმით, სჯობს, "იპოვონ გამოსავალი, რომელიც მათ ავღანეთში დარჩენის საშუალებას მისცემს".

„ერთი ვარიანტია თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკება, როგორც წარსულში გავაკეთეთ, მაგრამ არა მგონია ეს კარგი გამოსავალი იყოს. უკეთესი ვარიანტი არის გამოსავალი, რომელიც საშუალებას მისცემს ავღანელ ხალხს, ავღანეთში დარჩნენ,“- აღნიშნა ანდრეი ბაბიშმა.

2016 წელს ევროკავშირმა გააფორმა მიგრაციის ხელშეკრულება თურქეთთან, სადაც ანკარამ პირობა დადო, რომ ხელს შეუშლიდა მილიონობით, ძირითადად სირიელი, ლტოლვილის გაქცევას ევროპაში გარკვეული დაფინანსების სანაცვლოდ, რომელიც მას 3 მილიონზე მეტი ემიგრანტის განსახლებაში დაეხმარებოდა.

ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 18 მილიონ ევროს გაიღებს ავღანელების დასახმარებლად ავღანეთის მეზობელ ქვეყნებში. "ვეცდებით მათი ტანჯვა შევამსუბუქოთ, მაგრამ ვთანხმდებით, რომ 2015 წელი აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენ უკანონო მიგრაციას წინააღმდეგები ვართ და შევებრძოლებით კონტრაბანდისტებს",- აღნიშნა კურცმა.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати