ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, საბაგიროს რეგლამენტით გათვალისწინებული გეგმური ტექნიკური სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს.
„საბაგირო გზას ჩაუტარდება რეგლამენტით გათვალისწინებული გეგმური ტექნიკური სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც მგზავრთა მომსახურებას განაახლებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“- ნათქვამია ინფორმაციაში.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.