USD 2.7052
EUR 3.1204
RUB 3.4218
თბილისი
ჩამოვრჩებით ევროკავშირის ყველა ქვეყანას, ყველაზე ღარიბსაც კი, დაახლოებით 30–40%-ით - კობახიძე
თარიღი:  34

ჩამოვრჩებით ევროკავშირის ყველა ქვეყანას ყველაზე ღარიბსაც კი, დაახლოებით 30–40%-ით - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის რეჟიმში გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, გასული ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ნომინალური ეკონომიკა დოლარში გაორმაგდა. 2021 წლიდან მოყოლებული საშუალო რეალური ზრდა 9.7% იყო, ხოლო მიმდინარე წლისთვის თითქმის 8%-იანი ზრდა არის დაფიქსირებული.

მისივე თქმით, მიუხედავად ისტორიული პროგრესისა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ჯერ კიდევ დაბალია და საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანას.

"ჩვენი ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდება, გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ნომინალური ეკონომიკა დოლარში გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. გვაქვს ევროპაში ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი, საშუალო მაჩვენებელი არის 9,7%, 2021 წლიდან მოყოლებული. წელსაც გვაქვს თითქმის 8%-იანი ზრდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ამ ტემპის შენარჩუნება, ჩვენი ეკონომიკის განვითარების დონე ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია. ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე წელს პირველად გასცდება $10 000-ს. თუმცა ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით მაგალითად, ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას, ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც კი, დაახლოებით 30-40 %-ით.

ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ შარშანდელი მონაცემებით, სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ იყო 15,6%, ეს ნიშნავს იმას, რომ 350 000-მდე ჩვენი თანამოქალაქე ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბეში. ასეთ პირობებში რა თქმა უნდა, ხელისუფლების და ნებისმიერი პასუხისმგებლობით გამსჭვალული მოქალაქის ერთ-ერთი მთავარი ინტერესის საგანი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება და ზრდის ტემპის შენარჩუნება. ასეთ პირობებში ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რაიმე ტიპის საინვესტიციო პროექტზე ვთქვათ უარი, მით უმეტეს, როდესაც საუბარია სრულიად უნაკლო პროექტზე, რომელსაც არავითარი მინუსი არ ახლავს თან“ - განაცხადა კობახიძემ.

გამოკითხვა
სხვათა შორის