USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Тбилиси
ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, სავარაუდოდ, 200 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა ან დაშავდა
дата:  353

უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კერძო სამხედრო კონტრაქტორის ძალების, სავარაუდოდ, 175 000-200 000 წევრი დაიღუპა ან დაშავდა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, დაახლოებით 40 000-60 000 დაღუპულს მოიცავს.

„რუსეთის მსხვერპლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2022 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც „ნაწილობრივი მობილიზაცია“გამოცხადდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსულ ძალებში მსხვერპლის დიდი ნაწილი არტილერიამ გამოიწვია. ამასთან, უწყების ვარაუდით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ ფრონტზე განლაგებულ მსჯავრდებულ-ახალწვეულებში მსხვერპლის მაჩვენებელი 50%-მდე იქნება.

„ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის ძალებმა განალაგეს დიდი რაოდენობით მსჯავრდებულ-ახალწვეულები. მათ მიერ განცდილი მსხვერპლის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 50%-ს აღწევს“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати