USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
თბილისი
ბრიტანეთის მთავარი ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის დათვალიერება ვირტუალურად გახდა შესაძლებელი
თარიღი:  777

ბრიტანეთის მთავარი ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის დათვალიერება ვირტუალურად, ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ techcult წერს.

მუზეუმის კოლექციაში 4,5 მილიონი ექსპონატია. აქედან 1,9 მილიონი Creative Commons 4.0 ლიცენზიითაა შესაძლებელი.

მუზეუმის ვირტუალურ სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა ნახონ მუზეუმის გალერეები, სადაც 280 000 ფოტოა ონლაინ გამოქვეყნებული. ამ ფოტოების გადაადგილება და გადიდებაა შესაძლებელი. ასევე შესაძლოა მათი პანორამის რეჟიმში გადაყვანა, იმისთვის რომ ყველა დეტალის ნახვა გახდეს შესაძლებელი.

ექსპერტების შეფასებით, ამის მიუხედავად ონლაინ ვიზიტი ექსპონატების ცოცხლად ნახვის ეფექტს ვერ შეცვლის.

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის