USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
ბრიტანეთის დედოფალმა 100 წლის კაპიტანი ტომი რაინდად აკურთხა
дата:  1363

კაპიტანი ტომ მური, ასი წლის ბრიტანელი ვეტერანია, რომელმაც COVID19-ის დროს ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ადამიანებისთვის მილიონობით გირვანქა სტერლინგი შეაგროვა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ის 17 ივლისს „სერ ტომი“ გახდა, რაც დედოფალმა ელისაბედ მეორემ რაინდად აკურთხა. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ბრიტანეთის ეროვნული გმირი მას შემდეგ გახდა, რაც რეკორდული 33 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეაგროვა, როცა 100-ჯერ შემოუარა თავის ბაღს სასიარულო მოწყობილობის დახმარებით აპრილში, საკუთარი ღირსშესანიშნავი დაბადების დღის მოახლოების წინ.

ამ ჯილდოზე მურის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაასახელა. მური რაინდად უინძორის სასახლეში აკურთხეს, სადაც 94 წლის დედოფალი მარტის შემდეგ იმყოფება.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати