USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
თბილისი
ბრენდი „ბიუ ბიუს“ 10 წლის იუბილე კომპანიამ „ჩირინა“ გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში ხორცპროდუქტების ახალი საწარმოს გახსნით აღნიშნა
თარიღი:  

ბრენდი „ბიუ ბიუს“ 10 წლის იუბილე კომპანიამ „ჩირინა“ გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში ხორცპროდუქტების ახალი საწარმოს გახსნით აღნიშნა. საწარმოს გახსნის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე დაესწრო. ახალი საწარმო სოფლის განვითარების სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის" პროგრამის ფარგლებში 10 მილიონი ლარის მოცულობის და საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკების (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 35 მილიონი ლარია. ახალი საწარმო პირველია საქართველოში, რომელსაც საკუთარი ნედლეულის ბაზა აქვს და ხორცპროდუქტებს ახალი, ნედლი ხორცისგან აწარმოებს.

საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო დონის სტანდარტებთან. დღიური წარმოება 8-10 ტონა პროდუქციაზეა გათვლილი.

„ის ფაქტი, რომ ბრენდი „ბიუ ბიუს“ 10 წლის იუბილეს ქართული ქათმის ხორცის მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ ახალი საწარმოს გახსნით აღნიშნავს, ქვეყანაში აგრარული დარგის განვითარების და წინსვლის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. ყველა წარმატებული წარმოება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას ნიშნავს. დღეისათვის, ასეულობით ბრენდირებული ქართული აგროპროდუქტის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიოს არაერთ ბაზარზე. ამ პროდუქციის უმეტესობა სახელმწიფოს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით აშენებულ საწარმოებში იქმნება. სახელმწიფოსთვის სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა პრიორიტეტულ პოზიციაზეა. მოქმედებს არაერთი სახელმწიფო პროექტი და პროგრამა იმისათვის, რომ შეიქმნას რაც შეიძლება მეტი კონკურენტუნარიანი, ხარისხიანი ქართული აგრარული პროდუქცია. ჩვენ მნიშვნელოვან სამუშაოებს ვახორციელებთ ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხითაც, რასაც თან ახლავს მარკეტინგული ღონისძიებები. ჩვენი მიზანია, ქართული აგრარული პროდუქცია გავხადოთ მსოფლიო ბაზრებზე მოთხოვნადი”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ.

როგორც თენგიზ ნასარიძემ აღნიშნა, ახალ საწარმოში დასაქმდებიან ადამიანები, ძირითადად ახლომდებარე ლოკაციებიდან, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ, დღეისთვის, „ჩირინა“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საწარმოო კომპლექსია. მის მფლობელობაშია: სარემონტო-სადედე და ბროილერის ფერმები, კომბინირებული საკვების ქარხანა, ნედლეულის საშრობი ქარხანა, ხორცის დამუშავების საწარმო, ინკუბატორი, ცილოვანი საკვების ქარხანა, წყალგამწმენდი სადგური, ვაშლის ბაღები, ხილის სამაცივრე კომპლექსი, ვეტერინარულ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია "სანა". წარმოების თითოეული რგოლი აკრედიტებულია ISO 22000 სტანდარტით HACCP-ის პრინციპებით.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის