USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ბრაზილიის უზენაესი სასამართლომ ქვეყანაში სოციალური ქსელი X-ის შეჩერების განკარგულება გასცა - ილონ მასკის პასუხი
თარიღი:  654

ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ქვეყანაში სოციალური ქსელი X-ის შეჩერების განკარგულება გასცა.

მანამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ალეშანდრი დი მორაისმა მილიარდერ ილონ მასკს 24 საათი მისცა ქვეყანაში X-ის ახალი კანონიერი წარმომადგენლის დასანიშნად.

სოციალურმა ქსელმა პარასკევს განაცხადა, რომ უარს ამბობს ბრაზილიის სასამართლოს არაკანონიერი ბრძანებების შესრულებაზე.

მოსამართლემ ტელეკომუნიკაციის ეროვნულ სააგენტოს მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური ქსელის მუშაობის შეჩერება მოსთხოვა.

18 აგვისტოს, X-მა ბრაზილიაში მუშაობის შეჩერება გამოაცხადა. კომპანიაში აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება მოსამართლე ალეშანდრი დი მორაისის მიერ დაწესებული ცენზურის გამო მიიღეს. კერძოდ, მორაისი დაპატიმრებით დაემუქრა ბრაზილიაში კომპანიის წარმომადგენლებს, თუ კომპანია პლატფორმიდან გარკვეულ კონტენტს არ წაშლიდა.

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა გააკრიტიკა ბრაზილიაში სოციალური ქსელი X-ის მუშაობის შეჩერება.

„სიტყვის თავისუფლებაზე წელს განხორციელებული თავდასხმები უპრეცედენტოა 21-ე საუკუნეში. ეს ამერიკაშიც მოხდება, თუ კამალა ჰარისი მოიპოვებს ძალაუფლებას“, - აღნიშნა ილონ მასკმა.

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის