USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
თბილისი
„ბორჯომის“ ორივე ქარხნის 400 დასაქმებული დღეს დილიდან გაიფიცა
თარიღი:  874

ბორჯომის ორივე ქარხანა გაჩერებულია, დილის 6 საათიდან დასაქმებულთა სრულმასშტაბიანი გაფიცვა განხორციელდა - გაფიცულია 400 ადამიანი, - განაცხადა ამის შესახებ  საქართველოს აგრარულ მეურნეობის, ვაჭრობის და მრეწველობის პროფკავშირების თავმჯდომარე გიორგი დიასამიძემ განუცხადა.

მისი თქმით, დასაქმებულების გაფიცვა გაგრძელდება მანამ, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

„დილის 06:00 საათიდან განხორციელდა სრულმასშტაბიანი გაფიცვა ბორჯომის პირველ და ასევე, მეორე ქარხანაში. ორივე ქარხანა არის გაჩერებული, არ ფუნქციონირებს იმიტომ, რომ დასაქმებულები არიან გაფიცულები. ჩვენი მოთხოვნებია - უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა, ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება და ხელფასების 25%-ით მომატება, ასევე იძულებაში, ზეწოლასა და შანტაჟში შემჩნეული ცალკეული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება, ვადიანი ხელშეკრულებების უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა. დაახლოებით, 400 ადამიანია გაფიცული. ორივე ქარხანა გაჩერებულია. სამედიაციო პროცესი წარუმატებლად დასრულდა, ჩვენ დავიცავით კანონმდებლობა, ჩვენ წარმოგვეშვა კანონიერად გაფიცვის უფლება და გავიფიცეთ იმ დრომდე, სანამ დასაქმებულთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“, - განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის