ბორის ჯონსონმა დონალდ ტრამპთან უკრაინის საკითხი განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ავრცელებს.
„პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრით მოხარული ვარ. ჩვენ უკრაინის საკითხი განვიხილეთ და ეჭვი არ მეპარება, რომ ის ამ ქვეყნის მხარდაჭერისა და დემოკრატიის დაცვის საქმეში ძლიერი და მტკიცე იქნება“, - წერს ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელში.
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი მკვლელობის მცდელობის შემდეგ შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.