USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
ბორის ჯონსონი -ზელენსკი არ ხვრეტს ჟურნალისტებს. ის არ წამლავს თავის ოპონენტებს და არ აგზავნის მათ გულაგში. ამას პუტინი აკეთებს
თარიღი:  656
„პუტინს ეს ომი არ დაუწყია NATO-ს გამო – ეს წმინდა კრემლის პროპაგანდაა – არამედ იმიტომ, რომ იგი დაუნდობელი ოპორტუნისტია, რომელიც ორი ათწლეულია ხელისუფლებაშია და სჯეროდა, რომ მოკლე, სწრაფი ომით შეძლებდა თავისი პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და რუსეთის იმპერიის აღდგენას.
 
ყველასთვის ნათელია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი არ არის დიქტატორი, არამედ დემოკრატი, რომელიც მამაცურად იცავს თავის ქვეყანას აგრესორის წინააღმდეგ. ის არ ხვრეტს ჟურნალისტებს. ის არ წამლავს თავის ოპონენტებს და არ აგზავნის მათ გულაგში. ამას პუტინი აკეთებს.“ - აცხადებს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი, ბორის ჯონსონი.
მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის