გულახდილად უნდა ვთქვა, რომ კორონავირუსის ვაქცინა შეიძლება საერთოდ ვერ შეიქმნას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ინფორმაციით, მიუხედავად გლობალური მცდელობისა, შესაძლოა, ვაქცინა საერთოდ ვერ შეიქმნას. ადგილობრივ მედიასთან საუბარში ჯონსონი აცხადებს, რომ მსოფლიომ ვირუსის კონტროლისთვის ახალი გზები უნდა იპოვნოს.
„დიდი, დიდი გზა რჩება გასავლელი და გულახდილად უნდა ვთქვა, ვაქცინა შეიძლება საერთოდ ვერ შეიქმნას. ჩვენ უნდა ვიპოვნოთ ახალი გზები, რომ ვირუსი ვაკონტროლოთ…ვიცი ეს იოლი არ არის, ბავშვის პირველი ნაბიჯები არასდროს არის იოლი“,-განაცხადა ჯონსონმა.
ცნობისთვის, კორონავირუსი თავდაპირველად ჩინეთის ქალახ უხანში აღმოაჩინეს. მას შემდეგ ის მთელი ქვეყნის მასშტაბით და მოგვიანებით მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.