USD 2.6922
EUR 3.1606
RUB 3.4826
თბილისი
ბორის ჯონსონი - ჩვენს ქუჩებში რასისტული თაღლითობის ადგილი არ არის
თარიღი:  1100

ლონდონში, რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
ამ თემას სოციალურ ქსელში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონიც გამოეხმაუარა.

„ჩვენს ქუჩებში რასისტული თაღლითობის ადგილი არ არის. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იერიშს მიიტანს პოლიციაზე, კანონის წინაშე აგებს პასუხს“,- წერს ბორის ჯონსონი „ტვიტერში“

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის