USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ბორელი: მეტი ომი და შიმშილი მიუღებელია - ისრაელმა უარი უნდა თქვას რაფაჰში სახმელეთო შეტევაზ
თარიღი:  598

ისრაელმა რაფაჰში სახმელეთო შეტევაზე უარი უნდა თქვას, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„რაფაჰში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ ისრაელის ბრძანება ყველაზე უარესს ნიშნავს: მეტ ომსა და შიმშილს. ეს მიუღებელია. ისრაელმა სახმელეთო შეტევაზე უარი უნდა თქვას“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მისი თქმით, „ევროკავშირს, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, მოქმედება შეუძლია და უნდა იმოქმედოს, რათა ასეთი სცენარი თავიდან აიცილოს“.

შეგახსენებთ, დღეს ისრაელმა ქალაქ რაფაჰის ევაკუაციის ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რაფაჰის აღმოსავლეთ ნაწილიდან ღაზის სექტორის სამხრეთში ათასობით ადამიანის ევაკუაცია დაიწყო.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის