USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
ბოლო 3 წელიწადში სარემონტო მასალების წარმოებაში „თიბისი ბანკის“ ინვესტიცია ₾1 მლრდ-ზე მეტია - გიორგი დარჩიაშვილი
თარიღი:  

ბოლო 3 წელიწადში სარემონტო მასალების წარმოებაში „თიბისი ბანკის“ ინვესტიცია ₾1 მლრდ-ზე მეტია - ამის შესახებ "თიბისის" მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი დარჩიაშვილმა BMG tv-ის გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, დეველოპერულ სექტორში სამშენებლო მასალების კუთხით ძირითადად ადგილობრივად წარმოებული პროდუქცია გამოიყენება, თუმცა სარემონტო მასალების კუთხით იმპორტირებული პროდუქტი დომინირებს, რაც 70%-ს შეადგენს. ამის პარალელურად გიორგი დარჩიაშვილი ამბობს, რომ იმპორტდამოკიდებულების შესამცირებლად "თიბისისთვის" ადგილობრივი წარმოებების მხარდაჭერა პრიორიტეტულია.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში სარემონტო მასალების წარმოებაში „თიბისი ბანკის“ ინვესტიციამ შეადგინა 1 მლრდ ლარზე მეტი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ბინათმშენებლობის სექტორი, რომელიც პრაქტიკულად ირიბად მოქმედებს სამშენებლო მასალების წარმოების განვითარებაზე. ამ კუთხითაც პირველი ბანკი ვართ ბაზრის 40%-იანი წილის დაფარვით“, - აცხადებს გიორგი დარჩიაშვილი და დასძენს, რომ ბაზრის განვითარებისთვის თიბისი სექტორში მოთამაშე კლიენტებს და მომხმარებლებს ფართო სპექტრის საბანკო პროდუქტებს სთავაზობთ, იქნება ეს სასესხო თუ არასასესხო პროდუქტები. „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი პარტნიორი კი კომპანია „დიო“ არის, რომელთან თანამშრომლობაც 16 წელს ითვლის.

"თიბისის" მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ „დიო“ ბიზნესის განვითარების კარგი მაგალითია.

„დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი კი აღნიშნავს, რომ ბანკთან პარტნიორობით დღეისთვის „დიო“ სამ საწარმოს მართავს, სადაც სხვადასხვა დასახელების პროდუქტს აწარმოებს.

გიორგი მღებრიშვილი

წყარო:  https://bm.ge/

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის