გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 4 314 ადამიანი გარდაიცვალა ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ უკვე 532 686 შეადგინა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 181 650 ადამიანს დაუსვეს. 59,316 ადამიანის მდგომარეობა მძიმე ან კრიტიკულია.
ვირუსის დამარცხება 6 427 840-მა ადამიანმა შეძლო.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.