USD 2.7080
EUR 3.1979
RUB 3.2706
Tbilisi
ბოჭორნა – ყველაზე მაღალი სოფელი ევროპაში
Date:  3346
ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილი თუშეთის სოფელი ბოჭორნაა.
ზღვის დონიდან 2345 მეტრ სიმაღლზე მდებარეობს.
მაღალი სოფლის სახელი მას შემდეგ შეიძინა, რაც სოფელს მუდმივ მოსახლედ 2009 წლიდან ახლა უკვე 80 წლის ექიმი ირაკლი ხვედაგურიძე დაუბრუნდა.
ერთ დროს სოფელი მუდმივად დასახლებული იყო და დაწყებითი სკოლაც ჰქონდა. 90-იან წლებში დაიცალა და მოსახლეები მხოლოდ ზაფხულში ბრუნდებოდნენ.
ბოჭორნამდე ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ ადგილად ასევე ქართულო სოფლები ჯუთა (ყაზბეგი) და უშგული (მესტია) მიიჩნეოდა.
იმის აღსანიშნავად, რომ ბოჭორნა ევროპის ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებაა, 4 წლის წინათ სოფელში საცნობარო აბრა დაიდგა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებულ პუნქტში, ზღვის დონიდან 2345 მეტრზე – ეს სოფელი ბოჭორნაა, თუშეთში, გომეწრის ხეობაში. ბოჭორნა ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი სოფელი მას შემდეგ გახდა, რაც მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, იქ ერთადერთი მუდმივი მცხოვრები დაფიქსირდა. სოფელი 76 წლის ირაკლი ხვედაგურიძემ გააცოცხლა და მასშტაბური აღიარებაც მოუტანა.

1989 წლის ჩათვლით, ევროპაში ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტად ყაზბეგის მუნიცალიტეტში, თრუსოს ხეობაში მდებარე სოფელი რესი იყო მიჩნეული. რესი ზღვის დონიდან 2405 მეტრზეა. მას შემდეგ, რაც რესი მოსახლეობისგან დაიცალა,

ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებად სვანეთის სოფელ უშგულს მოიხსენიებდნენ (მესტიის მუნიციპალიტეტი). ზღვის დონიდან უშგულის სიმაღლე 2060–დან 2200 მეტრამდე მერყეობს.

„ამჟამად უშგულში ზღვის დონიდან 2160 მეტრზე ცხოვრობს ადამიანი. ცოტა მაღალზეა ლამარიას ეკლესია, მაგრამ ეკლესია დასახლებულ პუნქტად არ ითვლება. რაც შეეხება სხვა ტერიტორიებს, მაგალითად, ხევსურეთში არის სოფელი ბაცალიგო, რომელიც თითქმის უშგულს უტოლდება, მაგრამ იქ შვიდი წელია მოსახლეობა აღარ არის. ასევე არის სოფელი ფარავანი – ჯავახეთში, რომელიც სულ რაღაც ათიოდე მეტრით ჩამოუვარდება უშგულის სიმაღლეს“, – ამბობს გეოგრაფი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი დვალაშვილი.

ზღვის დონიდან 2345 მეტრზეა თუშეთში, გომეწრის ხეობაში მდებარე სოფელი ბოჭორნა, სადაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მუდმივად აღარავინ ცხოვრობდა. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ბოჭორნაში მუდმივ მცხოვრებად დაფიქსირდა 76 წლის ირაკლი ხვედაგურიძე, თუშეთის ექიმი და იმავე წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც ხმა ბოჭორნაში მისცა.

„მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის დროს ბოჭორნას არც სოფლის სტატუსი ჰქონდა და იქ აღარავინ ცხოვრობდა. 2014 წელს კი ვითარება შეიცვალა. ბოჭორნაში დაფიქსირდა მუდმივად მცხოვრები პირი, ბატონი ირაკლი, რომელიც სოფელ უშგულის სიმაღლიდან დაახლოებით 150 მეტრით მაღლა ცხოვრობს. სოფლის რეალური სიმაღლის ნახვა შესაძლებელია როგორც ტოპოგრაფიული რუკების საშუალებით, აგრეთვე ჯიპიესის მონაცემებით“, – აღნიშნავს გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი.

მისივე თქმით, სოფელ ბოჭორნას სიმაღლე დაახლოებით 117 მეტრით აღემატება ავსტრალიის კონტინენტის ყველაზე მაღალ მწვერვალს კოსციუშკოს. მწვერვალის სიმაღლე ზღვის დონიდან 2 228 მეტრია.

„როგორც იქნა ეჟვანი შეება ამ საქმეს და ბოჭორნა ევროპაში ყველაზე მაღალ სოფლად გამოცხადდა. შესაბამისი ბანერიც დაიდგა გიორგი დვალაშვილის და თქვენი მხარდაჭერით. ეს აღიარება გაზრდის სოფელ ბოჭორნას ცნობადობას, გომეწრის ხეობის მიმართ ინტერესს, შესაძლებლობას მოგვცემს თუშეთში უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ, სოფელი გაძლიერდეს, ხალხი დაბრუნდეს“, – ამბობს ირაკლი ხვედაგურიძე.

 

 

სოფელ ბოჭორნაში ორენოვანი საინფორმაციო დაფის დადგმა სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი აღმოსავლეთ – დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „მაღალმთიან დასახლებებში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა“.

tbilisi
თბილისის მერია ბეთანიაში სათხილამურო კურორტს მოაწყობს

ვაკის რაიონში, ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება 500-მეტრიანი სასრიალო ტრასა, რომლისთვისაც სრულად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და ღამის სრიალისთვის დამონტაჟდება სპეციალური ლამპიონები. კურორტზე, ასევე, განთავსდება თანამედროვე ტიპის საბაგირო ბიგელი, მოეწყობა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და დამწყებთათვის განკუთვნილი მოძრავი ხალიჩა.

დაგეგმილ პროექტს, რომელსაც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განახორციელებს, თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„ვაანონსებთ ჩვენი დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასრიალო მუშაობდა, მაგრამ დღეს ფაქტობრივად, ახალი პროექტია განსახორციელებელი. პირველ რიგში, საჭიროა უშუალოდ ფერდზე მიწის სამუშაოების წარმოება, სადაც სათხილამურო ტრასა გაკეთდება. საჭიროა აღნიშნული სივრცის გაგანიერება, მოწესრიგება. გარდა ამისა, გვერდით გვაქვს მეორე ფერდი, სადაც შემდეგ ეტაპზე ნახევარკილომეტრიანი სასრიალო ტრასის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. პირველ რიგში, არსებულს მივხედავთ, ახალ პროექტს განვახორციელებთ. ბიგელის ტიპის საბაგირო, რაც წლების წინ აქ იყო, განადგურებულია. მოეწყობა თანამედროვე ტიპის საბაგირო, ღამის განათებები და მოხდება ხელოვნური გათოვლიანება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთის ტრასების სააგენტოსთან, რისთვის მათ მადლობას ვუხდი. მათი გამოცდილების გაზიარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მათვე შემოგვთავაზეს ხელოვნური საფარის გაკეთება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სხვა სეზონზეც შესაძლებელი იყოს სრიალი. ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყობა, კაფეებით, ბარებით და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის მიზანია ზამთრის სპორტის განვითარება, ტურისტული პოტენციალის ამაღლება და თბილისთან ახლოს დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შექმნა. კურორტი ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ისე ეკონომიკური და სოციალური აქტივობის ზრდას.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი და მთის ტრასების სააგენტოს უფროსი ირაკლი ბურჭულაძე იმყოფებოდნენ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way