USD 2.6963
EUR 3.1800
RUB 3.5752
თბილისი
ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია - არ ვმალავ, მეშინია! როგორც ექიმს, ძალიან გამიჭირდება
თარიღი:  1526

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი  დავით გადელია, მოსახლეობას მიმართავს:

“წელიწადი და ორი თვეა “ზაოდ-კრაოტის” რეჟიმში ვარ. 1-2 ჯერ თუ ვიყავი სახლში ამ პერიოდში მეგობართან. ყველა მენატრება და განსაკუთრებით კი ის განსაკუთრებული სითბო და გარემო მენატრება, რომელიც მეგობრებთან ერთად ყოფნისას ჩნდება. ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ მე განსაკუთრებით მიჭირს მათ გარეშე ყოფნა. სულ უბრალო, წლების განმავლობაში ჩემგან არაფრად მიჩნეული ლუდის მოხვრეპა რა ყოფილა- ოღონდ ლუდის ბარში მოტანილი და არა სახლში! როგორ არ ვაფასებდი! დოჩანაშვილის ის ცნობილი “ხინკლის კანონიც” უფრო ბარ-ბუდრუგანებში მუშაობს, თორემ სახლში გლოვოს მოტანილი რა სათქმელია!

ჰოდა ამ გასულ პარასკევს, ისე მოგვენატრა ჩვენი კლინიკის ექიმებს ეს სულ უბრალო რამ, რომ სამსახურის დამთავრებისთანავე გადავედით ჩვენი კლინიკის სულ ახლო მყოფ ბარში. უკვე შვიდის თხუთმეტი წუთი იყო და ბარში გამოგვიცხადეს: “-შვიდს რომ ათი დააკლდება ვხურავთო”. რა ძალა იყო- ჩავიყარეთ ამ ნახევარ საათში საჩქაროდ და უგემურად.. ვერც ლუდი ვხრიპეთ ნაბა-ნება (პირველი ბაკალი ისედაც არ ისმება ნელა)- ჩავისხით ნაუცბადევად… დავიშალეთ ნახევარ საათში ექიმები უკმაყოფილოდ..

… როგორ არ გვინდა ექიმებს ძველებური ცხოვრება! გალახულებივით, უსიტყვოდ დავტოვეთ სახინკლე. რატომ გგონიათ სხვაგვარად? რადგანაც მოგიწოდებთ რეგულაციების დაცვისკენ? ამიტომ გგონივართ მტრები? კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მე, როგორც ერთ ექიმს და ამ კოვიდის წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლი კლინიკის ხელმძღვანელს, ძალიან გამიჭირდება კიდევ ერთი ნოემბერ-დეკემბრის გადატანა! ქვეყანასაც გაუჭირდება!

 ამავე დროს, უნდა გითხრათ, გაგაფრთხილოთ, რომ ეს დღეებია იმატებს სასტაციონარე ავადმყოფთა რიცხვი. არ ვმალავ, მეშინია! მეშინია, რომ კიდევ ბევრ მეგობარს, თანაქალაქელს დავკარგავ. დღეს სამი მეგობარი პირადად დავარეგისტრირე აცრაზე (წუთის საქმეა). აცრა, პირბადე და რეგულაციები-მხოლოდ ეს საშუალება გვაქვს! პირბადის მუდმივად ტარებამ ალერგია გამიჩინა სახეზე და საშინლად შემაწუხებელია (ამის გამო წვერსაც იშვიათად ვიპარსავ), მაგრამ როგორც ქართველები იტყვიან: “ომში ის გამოიყენე, რაც ხელთ მოგხვდებაო! (ანდაზის ევროპული ანალოგი უფრო ლაკონურია)”, – წერს გადელია სოციალურ ქსელში.

 

მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის