USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
თბილისი
ბიზნესმენ გელა ბარკალაიას აგარაკში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
თარიღი:  416

საქართველოს პროკურატურამ მცხეთის მუნიციპალიტეტში ბიზნესმენ გელა ბარკალაიას კუთვნილ აგარაკში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 2 დეკემბერს, ბრალდებულები მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შევიდნენ და თავს დაესხნენ დაზარალებულს, რომელსაც ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და მუქარით თანხის და ძვირფასეულობის გადაცემა მოსთხოვეს.

„სამართალდამცავებმა ბრალდებულები 3 დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიბლიაზე შემიძლია ხელი დავდო, ამერიკულ ფილმებშიც კი არ მინახავს, ისე იმუშავა პოლიციამ, - განაცხადა თვითონ ბიზნესმენმა გელა ბარკალაიამ, რომლის აგარაკიც  დააყაჩაღეს.

როგორც ბარკალაია განმარტავს, დაკავებულებიდან ის არც ერთს იცნობს. ბიზნესმენის თქმითვე, ყველა მათგანი სამართალდამცავებმა სხვადასხვა ადგილას დააკავეს.

ბარკალაიას განცხადებით, ამ დრომდე კლინიკაში რჩება 70 წლამდე მამაკაცი, რომელიც მასთან დამხმარედ მუშაობდა, მას დაყაჩაღებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ყველაფერი კარგად არის, 11 საათზე მოხდა ფაქტი, 12 საათზე მივედი, ის ადამიანი საავადმყოფოში გადავიყვანეთ, რომელიც საგურამოში, აგარაკზე იყო. პოლიცია 11 საათზე იქ იყო, ბიბლიაზე შემიძლია ხელი დავდო, ამერიკულ ფილმებშიც კი არ მინახავს, ისე იმუშავა პოლიციამ, მთელი საგურამო ჩაკეტილი იყო. 17:00-18:00 საათზე, ერთი უკვე ბათუმში, მეორე გორში და მესამე თელავში იყო დაჭერილი. პოლიციამ მაგრად იმუშავა, დანარჩენი, არ ვიცი რა გითხრათ. არც ერთს არ ვიცნობ, როგორც ჩანს, ვიღაცამ უთხრა [ინფორმაცია], ესენი ყაჩაღები არიან, 4-5-ჯერ ნასამართლევი არიან“, - განაცხადა ბარკალაიამ.

მსოფლიო
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა

დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის