USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
თბილისი
ბიტკოინის ღირებულება $45,000 ათასს გადასცდა
თარიღი:  716

3 იანვარს ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა ბიტკოინი $45 000 ათასის ნიშნულს გადასცდა, რაც 2022 წლის აპრილის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გუშინ, ბიტკოინის ფასი 6,43%-ით გაიზარდა. ხოლო 2023 წლის ყველაზე დაბალ მაჩვენებელთან შედარებით, ზრდა 170%-ია. ამ ფაქტმა, ასევე გამოიწვია კრიპტოვალუტის ბაზრის მთლიანი ზრდა იანვრის პირველივე დღეებში.

ბაზრის ექსპერტებმა და ანალიტიკოსებმა გამოთქვეს განსხვავებული მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ბიტკოინის ETF-ის დამტკიცებამ მის ფასზე მოკლევადიან პერიოდში. პიონერმა კრიპროვალუტამ მნიშვნელოვანი აღმავალი ტენდენცია აჩვენა, რაც ახალი წლის შთამბეჭდავი დასაწყისია, თუმცა საერთაშორისო მედიის ცნობით, VanEck-ის მრჩეველი გაბორ გურბაქსი პროგნოზირებს, რომ აღმავალი ტენდენციის შემდეგ, მოსალოდნელია მყისიერი გაუფასურება.

თბილისის დროით 14 საათისთვის კი, 1 ბიტკოინის ფასი 45 347 აშშ დოლარია.

მსოფლიო
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა

დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის